vap.ge

ასთმიანებისთვის თავშავას ჩაი ყოფილა ძალიან სასარგებლო! თქვენც სცადეთ

ასთმიანებისთვის თავშავას ჩაი ყოფილა ძალიან სასარგებლო! თქვენც სცადეთ. .

დიდი ხანია ასთმა მაწუხებს. როგორც ექიმმა მითხრა, ჩემი დაავადება საშუალოა. ძალიან მძიმე და ხშირი შეტევები არ მქონია, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო შემიმსუბუქდა მას შემდეგ, რაც ერთმა ნაცნობმა ასთმის სამკურნალო ხალხური რეცეპტი მასწავლა.

ასთმიანებისთვის თავშავას ჩაი ყოფილა სასარგებლო. იგი ოფლმდენიცაა, ათხელებს ლორწოს ბრონქებში და ასუფთავებს მათ. 2 ს/კ თავშავას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში. გადაანაწილეთ სამ მიღებაზე. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამ ნაყენს მხოლოდ მაშინ კი არ ვსვამ, როცა თავს ცუდად ვგრძნობ, არამედ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტარებ 10-12-დღიან პროფილაქტიკურ კურსს.

რაც ნაყენის მიღება დავიწყე, დაავადების ნიშნები საგრძნობლად შემიმცირდა. შეტევა აღარ მქონია, მხოლოდ მსუბუქი გამწვავებები მაქვს ხოლმე. მკურნალმა ექიმმაც მირჩია, გამეგრძელებინა ნაყენის მიღება მოკლე კურსებით

ექიმის კომენტარი: თავშავა მრავალწლიანი ბალახია. იგი მდიდარია ეთერზეთებით, ფენოლებით, თიმოლით, აქროლადი ნივთიერებებით, ასკორბინის მჟავით, ცხიმოვანი ზეთებით. თავშავას პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. გარდა ამისა, გააჩნია ნაღველმდენი, შარდმდენი, ამოსახველებელი და გამოხატული საძილე ეფექტი. თავშავას ხალხურ მედიცინაში იყენებენ საჭმლის მონელების მოსაწესრიგებლად, მადის აღმძვრელ საშუალებად.

დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, ქოლეცისტიტების, სანაღვლე გზებით დისკინეზების, ენტეროკოლიტების (მეტეორიზმისა და ყაბზობის თანხლებით) სამკურნალოდ. თავშავას ნაყენს უნიშნავენ ამოსახველებელ საშუალებად მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების დროს. იგი შედის ოფლის მოსადენ საშუალებათა რიცხვშიც.

მის ნაყენს იყენებენ სავლებად ანგინების, გინგივიტების დროს. კანის ჩირქოვანი დაავადებებისა და დიათეზის დროს კი თავშავა გარეგან საშუალებად გამოიყენება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version