vap.ge

თუ ხველამ და ყელის ტკივილმა შეგაწუხათ გასწავლით რეცეპტებს რომელთა დახმარებითაც არა ერთხელ წარმატებით მიმკურნალია!

თუ ხველამ და ყელის ტკივილმა შეგაწუხათ გასწავლით რეცეპტებს რომელთა დახმარებითაც არა ერთხელ წარმატებით მიმკურნალია!

მკითხველს მინდა ვასწავლო ორი რეცეპტი, რომელიც ბევრჯერ გამომიყენებია და ყოველთვის კმაყოფილი დავრჩენილვარ. თანაც ზამთარში ბევრი ადამიანია შეწუხებული ყელის ტკივილისა და ხველებისაგან.

... თუ ხველამ და ყელის ტკივილმა შეგაწუხათ

ბრონქებისა და ტრაქეის მწვავე ანთებისა და ხველების დროს შავი ბოლოკი გახეხეთ, გამოწურეთ წვენი. 1 ლიტრ წვენს შეურიეთ 400 გ თხელი თაფლი და მიიღეთ 1-2ს/კ ჭამისა და ძილის წინ.

ყელის ტკივილის ანგინის დროს კი შავი მოცხარის წვენს (რომელსაც ყოველთვის ვინახავ ზამთრისთვის) შეურიეთ თაფლი ან შაქარი და დალიეთ 2-3 პატარა ჭიქა (160 გ) 3-ჯერ დღეში.

ექიმის კომენტარი: ორივე რეცეპტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს თაფლი, რომლის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია. მას უნიკალური ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული და იმუნოსტიმულატორული თვისებები აქვს, ამიტომ ნებისმიერი ანთებითი პროცესის დროს საკმაოდ ეფექტიანია. შავი ბოლოკი ვიტამინებით, მინერალებითა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით მდიდარი მცენარეა. ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ, როგორც კუჭ-ნაწლავის ქსოვილთა ტროფიკის აღმდგენ, ნაღველმდენ, გულის რიტმის მომწესრიგებელ, ღვიძლის ფუნქციაზე დადებითი ეფექტის მქონე, ხველის საწინააღმდეგო და კიდევ სხვა მრავალგვარი დადებითი თვისების მქონე საშუალებას. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლოკის წვენის მიღება არ შეიძლება ენტეროკოლიტების, დუოდენიტის, ჰიპერაციდური (მაღალი მჟავიანობის), გასტრიტების და წყლულოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, გულის ორგანული პათოლოგიებისას.

შავი მოცხარი მდიდარია ორგანული მჟავებით, C,B,P ვიტამინებით, კალიუმით, რკინით, ეთერზეთებით. შავ მოცხარს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰიპოქრომული ანემიის, გულის რიტმის დარღვევის, გულის მანკების, ათეროსკლეროზის, კარდიონევროზების, ინფექციური დაავადებების, პაროდონტოზის, გლომერულონფრიტის, გაციების დროს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version