vap.ge

ყურადღება! თირკმლების გასაწმენდად ხალხური, მარტივი და ეფექტური მეთოდი მინდა გაგიზიაროთ!!

ყურადღება! თირკმლების გასაწმენდად ხალხური, მარტივი და ეფექტური მეთოდი მინდა გაგიზიაროთ!!

მინდა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ: წლების განმავლობაში მაწუხებდა თირკმელები. შარდის ანალიზში მქონდა მარილები და ლეიკოციტები. ექიმმა დამინიშნა მკურნალობა, მაგრამ მდგომარეობა პერიოდულად მიუარესდებოდა.

ამ პერიოდშ კი ჩემმა ერთმა ნაცნობმა მასწავლა ხალხური რეცეპტი: ერთ ჩაის კოვზ სელის თესლს დაასხით ერთი ჭიქა წყალი და ადუღეთ 10-15 წუთი. ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ ნახარში უნდა სვათ ორ საათში ერთხელ, ორი დღის განმავლობაში. ნაყენი ბლანტი იქნება, ამიტომ მიღების წინ წყალში უნდა გააზავოთ. თუ უგემური მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაამატოთ. ორდღიანი მკურნალობის შემდეგ შევატყვე, რომ შარდი დაიწმინდა, წელის ტკივილმა მიკლო. შარდის ანალიზი აღარ გამიკეთებია, მაგრამ ვგრძნობ, რომ უკეთ ვარ. როცა წელის არეში უსიამოვნო შეგრძნება მეწყება ხოლმე, მაშინვე ვიწყებ სელის ნაყენით მკურნალობას და მდგომარეობაც მიუმჯობესდება. ...

არამგონია ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა იყოს თან ამ საშალებას უკვე საკაოდ დიდი ხანია ვიყენებ და ყოველთვის აქვს შედეგი. ვისურვებდი თქვენც ისევე გამოგადგეთ მისი გამოყენება როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა"

ქიმის კომენტარი: სელი ფარმაკოპეაში შეტანილია, როგორც კუჭ-ნაწლავის დაავადებათა სამკურნალო საშუალება. სელის თესლი შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, რომელიც მცენარის ნახარშში გამოიყოფა და მისი მიღებისას კუჭის, საყლაპავის, ნაწლავების ლორწოვანი გარსის ზედაპირი ლორწოს თხელი ფენით იფარება და ამგვარად დაცულია გამღიზიანებლისაგან. ამიტომ სელის ნახარშს ძირითადად იყენებენ კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების დროს.

გარდა ამისა, სელის ზეთს აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. C რაც შეეხება მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს, ფარმაკოპეაში ამ მცენარის თირკმელების სამკურნალოდ გამოყენების შესახებ არაფერია ნათქვამი, თუმცა მსგავს რეცეპტებს ვხვდებით სხვა ქვეყნის ხალხური მედიცინის წყაროებში. რასთანაა დაკავშირებული სელის ნახარშის დადებითი ეფექტი თირკმელკენჭოვანი დაავადებებისა და პიელონეფრიტის დროს, ცნობილი არ არის. სავარაუდოა, რომ ნახარშში შემავალი ლორწო დადებითად მოქმედებს შარდსადენი გზების შიდა ზედაპირზეც და ხელს უწყობს მარილთა კრისტალებისაგან დაზიანებული ეპითელიუმის აღდგენას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version