vap.ge

ახლავე გაეცანით! თუ გსურთ იმუნიტეტის გაძლიერება და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება თქვენთვის უმარტივესი რეცეპტი გვაქვს

ახლავე გაეცანით! თუ გსურთ იმუნიტეტის გაძლიერება და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესება თქვენთვის უმარტივესი რეცეპტი გვაქვს

ჩვენს მკითხველს მსურს ვასწავლო იმუნიტეტის და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებელი საუკეთესო საშუალება. ვიდრე ამ რეცეპტს მასწავლიდნენ, აფთიაქში სხვადასხვა ძვირადღირებულ საშუალებებს ვყიდულობდი, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწევდი. ახლა კი, მეტად მარტივი და ყველასათვის ხელმისაწვდომი წამალი ვიცი და ამით გავდივარ იოლად.

ამ ყველაფრის მოსამზადებლად უბრალოდ საჭიროა, ნახევარი ლიტრი არაყი და 200 გ მაისის ჭინჭარი:

ქილაში ჩაყაროთ ჭინჭარი, დაასხით არაყი, მოახვიეთ ქილას დოლბანდი თავზე და ერთი დღე დადგით ფანჯრის რაფაზე, მერე კი 8 დღე-ღამე — ბნელ სარდაფში. ამის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ასევე მოიქეცით საღამოს ძილის წინ. როცა მთელ პორციას მიიღებთ, მაშინვე იგრძნობთ სიმხნევეს, ძალის მატებას, გული საათივით ამუშავდება, გაგიუმჯობესდებათ სისხლის შემადგენლობაც, გაივლის სკლეროზიც, შეძლებთ, მსუბუქად და ლაღად იმოძრაოთ.

ზოგადად მაისი, ჭინჭარი საერთო ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. ასეთი ბალზამი განსაკუთრებით ადრე და ღამე სასარგებლოა ხანში შესულებისათვის.

ექიმის კომენტარი: ჭინჭარი ვიტამინებითა და სხვა მრავალი ბიოაქტიური ნივთიერებით მდიდარი მცენარეა, მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტით ხასიათდება და ორგანიზმზე მართლაც ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას ახდენს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ ჭინჭარში დიდი რაოდენობითაა ქლოროფილი, რომელსაც მასტიმულირებელი და მატონიზებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან ტონუსს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ცენტრის მუშაობას. ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას. ჭინჭარს უძველესი დროიდან იყენებდნენ საშვილოსნოდან გახანგრძლივებული სისხლდენების, ათეროსკლეროზის, ანემიების, ქოლეცისტიტის, გასტრიტის, კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, რკინადეფიციტის დროს. გარეგანი ხმარებისთვის იგი ეფექტიანია დერმატოზების, ტროფიკული წყლულების, ეგზემის, დამწვრობებისა და ჭრილობების დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version