vap.ge

დაიწყეთ დღეში ორი კვერცხის ჭამა და ეს ცხრა სასიამოვნო ცვლილება მოხდება თქვენს ორგანიზმში!

დაიწყეთ დღეში ორი კვერცხის ჭამა და ეს ცხრა სასიამოვნო ცვლილება მოხდება თქვენს ორგანიზმში!

ნამდვილად ძალიან სასარგებლო პროდუქტია!

ქათმის კვერცხს აქვს უნიკალური შემადგენლობა და დატვირთულია მრავალი სასარგებლო საკვები ნივთიერებით. უახლესი კვლევების თანახმად, კვერცხის რეკომენდებული რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად უნდა მიირთვათ, არის 2-3.

ის წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ:

თუ ჩვევად გაქვთ საუზმობისას ქათმის კვერცხის მიღება, უნდა იცოდეთ, რომ ის მთელი დღის სამყოფი ენერგიისა და კალორიების საკმარის რაოდენობას მოგცემთ, რაც დაგეხმარებათ ჭარბი ცხიმის მოცილებაში. ასევე საუზმობისას კვერცხის მიღება მთელი დღის განმავლობაშ შეძლებს ორგანიზმის დანაყრებას.

გაზარდეთ კალციუმის შეწოვა D ვიტამინის მიღებით:

უმეტეს შემთხვევაში, ადამიანებს ურჩევნიათ ერთი მოხარშული კვერცხის ჭამა, ვიდრე ერთი კოვზი ახალი თევზის ქონის მიღება. ვიტამინი D აძლიერებს თქვენს კბილებსა და ძვლებს და აუმჯობესებს ორგანიზმში კალციუმის შეწოვას.

ტვინი ქოლინის მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება:

დღეში ორი კვერცხის ჭამით ორგანიზმს აწვდით ტვინისთვის სასარგებლო ფოსფოლიპიდური ვიტამინების საჭირო რაოდენობას. თუ თქვენ განიცდით ამ ვიტამინების დეფიციტს, შეიძლება დაგემართოთ მეხსიერების როგორხ ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პრობლემებიც, ამიტომ ყურადღებით იყავით!

დაბერების პროცესის შენელება:

35-დან 40 წლამდე ქალების თითქმის 90%-ს კვერცხების ყოველდღიური მოხმარების შედეგად სახის ნაოჭები შემცირდა. ამის შესახებ ნათქვამია უახლესი კვლევებში, რომელიც გამოქვეყნდა ნიდერლანდების ჯანმრთელობის ჟურნალში.

კვერცხის ჭამა ეხმარება ქალებს დაორსულებაში:

B ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება ჯანსაღი ჰორმონების წარმოებას. ვიტამინი B9 ხელს უწყობს ნერვული მილის, ასევე სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას და, შედეგად, ამცირებს პოტენციური გონებრივი ჩამორჩენის რისკს. ერთი ქათმის კვერცხი შეიცავს 7 მგ ამ სპეციფიკურ ვიტამინ B9-ს.

დაიცავით თმა, კანი და ღვიძლი B ვიტამინის კომპლექსით:

კვერცხში არსებული ფოსფოლიპიდები ასტიმულირებენ ტოქსინების გამოდევნას ღვიძლის უბნებიდან. გარდა ამისა, ვიტამინი B12 და ბიოტინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თქვენი კანისა და თმის აღდგენისთვის.

შეამცირეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი:

ქოლესტერინის ფოსფატიდების მაღალი ოდენობის გამო [რომელიც ქათმის კვერცხში გვხვდება], გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი შეიძლება დაბალანსებული იყოს. უნდა გესმოდეთ, რომ ეს არაა საზიანო ჯანმრთელობისთვის; პირიქით, ის რეალურად ამცირებს თქვენს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს. კვერცხი საკმაოდ მდიდარია ომეგა-3 მჟავებით, რაც რეალურად ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობას; რითაც თავის მხრივ კიდევ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version