9 საოცარი საკვები, რომელთა შესახებაც ყველა დიაბეტიანმა უნდა იცოდეს!!
აუცილებლად დაამატეთ თქვენს საკვებ რაციონს!
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სამყაროში ჩვენ ვცხოვრობთ მედიკამენტებზე დამოკიდებულ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ საკვები რეალურად ჩვენი საუკეთესო წამალია. უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული და დეგენერაციული დაავადებების დროს მდგომარეობის გართულებისას არასწორი კვება ამის პირდაპირი მიზეზი ან მნიშვნელოვანი ფაქტორია
წარმოგიდგენთ 9 წარმოუდგენელ საკვებს, რომელიც უდაოდ სასარგებლო იქნება დიაბეტით დაავადებულთათვის
ლობიო და ოსპი:
ლობიო და ოსპი კარგად აკონტროლებენ სისხლში შაქრის დონეს ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რამაც შეიძლება რეალურად შეამციროს გულის შეტევის ან ინსულტის რისკი. გარდა ამისა, ეს მარცვლეული ძალიან დაბალკალორიულია და შეიცავს ცილებს და ბოჭკოებს, კალიუმს და მაგნიუმს.
წიწაკა: ეს საკვები ძალიან მდიდარია ბოჭკოებით, რის გამოც გამოიყენება კუჭის პრობლემების სამკურნალოდ. გარდა ამისა, მასში მაღალია A და C ვიტამინები, კალიუმი და კალციუმი.
უცხიმო რძის პროდუქტები:
ზოგადად რძის პროდუქტები შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში ინსულინის დონის ამაღლებას, ორგანიზმში ინსულინის წინააღმდეგობის შემცირებას და სისხლში შაქრის დონის კონტროლს. გარდა ამისა, რძის პროდუქტები მდიდარია D ვიტამინით და ხელს უწყობს კბილების გამაგრებასაც.
სოკო:
სოკოს დაბალი გლიკემიური ინდექსი ანელებს შაქრიანი დიაბეტის ეფექტს ორგანიზმში, რადგან ის დაბალ ცხიმიანია და ხელს უწყობს ორგანიზმში ქოლესტერინის და D ვიტამინის დონის შემცირებას. დიეტური ბოჭკოვანა, რომელიც ამცირებს სხვა საკვებიდან ნახშირწყლების შეწოვის სიჩქარეს, ხელს უშლის ეგრეთ წოდებულ შაქრის მწვერვალს, რომელიც ხშირად გვხვდება დიაბეტით დაავადებულებში.
ნიგოზი: ნიგოზში არსებული კარგი ქოლესტერინი ან უჯერი ცხიმები ხელს უწყობენ ორგანიზმის სტაბილურობის შენარჩუნებას, ხოლო ბოჭკოსა და მაგნიუმის მაღალი შემცველობა აადვილებს საჭმლის მონელებას და ამცირებს ნახშირწყლების შეწოვას.
ბამია:
ბამია შეიცავს კალიუმს, B ვიტამინს, C ვიტამინს, ფოლიუმის მჟავას და კალციუმს, რაც მას იდეალურ საკვებად აქცევს დიაბეტის დროს.
Პომიდორი:
ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანტიოქსიდანტური პოტენციალის მქონე მცენარეა პომიდორი, მისი A და C ვიტამინის შემცველობა მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სუპერპროდუქტად აქცევს დიაბეტით დაავადებულთათვის. პომიდვრის კომპონენტებს შორის არის ლიკოპენი, ანტიოქსიდანტი, რომელსაც შეუძლია შეამციროს გულის დაავადებების რისკიც.