როდესაც ხველების საწინააღმდეგო აბები უძლურია - რძე კარაქით და სოდით თქვენი მშველელი გახდება !
გაწუხებთ ხველა ან დაძლიეთ ბრონქიტის სიმპტომები, მაგრამ მედიკამენტები არანაირად არ გეხმარებათ? არ იდარდოთ! სცადეთ ჩვენი ბებიების დროინდელი სამკურნალო რეცეპტი - რძე კარაქით და სოდით
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით სააფთიაქო ბაზარზე არა ერთი მედიკამენტია ხელმისაწვდომი, მათი უმეტესოა ან ძალიან ძვირადღირებულია და ყველას არ შეუძლია მისი შეძენა ან გვეშინია მათი გვერდითი ეფექტების, რომელიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ქიმიური შემადგენლობის მქონე ნებისმიერ წამალს თან სდევს.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ძველი ბუნებრივი რეცეპტი
რძე კარაქით და სოდით, რომელიც ეფექტური საშუალებაა ბრონქიტისა და ხველის დროს
საჭირო ინგრედიენტები:
- 300 მლ რძე;
- რამდენიმე ნაჭერი კარაქი;
- 1,5 ჩაის კოვზი თაფლი;
- რამდენიმე მწიკვი სოდა;
- კვერცხის გული
ამ საოცარი ხველის დამთრგუნველი საშუალების მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს:
აადუღეთ რძე და შემდეგ გააგრილეთ 40-50 გრადუსამდე. დაუმატეთ მას კარაქი და თაფლი, ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებულ ერთგვაროვან ნარევში დაამატეთ სოდა და კვერცხის გულიც, ისევ კარგად აურიეთ ყველაფერი.
სრული კურსი - 5 დღეს მოიცავს. ეფექტის გასაზრდელად მოზრდილებს შეუძლიათ კომპოზიციაში ცოტა კონიაკის დამატება. თუ სააფთიაქო საშუალებები უძლურია ხველის წინააღმდეგ, აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი! ეს აუცილებლად დაგეხმარება. და არ დაგავიწყდეთ საიდუმლოების გაზიარება მეგობრებისთვისაც იქნებ მათაც ურჩევნიათ ბუნებრივი საშუალებები სააფთიაქო საშუალებებს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!