vap.ge

როგორ გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი კანისა და თმის სილამაზისთვის

როგორ გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი კანისა და თმის სილამაზისთვის

ეს ინფორმაცია ალბათ გაგიკვირდებათ!

ბრინჯი ძირითადი საკვები საკმაოდ ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია. მისი მარტივი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ბრინჯი გამოიყენება სხვადასხვა მიზნებისათვის, დაწყებული ლიქიორის მომზადებიდან დამთავრებული სასუქების წარმოებამდე

2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბრინჯის წყალი ავლენდა ბიოლოგიურ ანტიოქსიდანტურ აქტივობას in vitro, ისევე როგორც ელასტაზას ინჰიბიტორულ ეფექტს. გარდა ამისა, გელის ფორმულა, რომელიც შეიცავს 96% ბრინჯის წყალს, აღმოჩნდა, რომ ბიოთავსებადია ადამიანის კანთან და გააჩნდა შესაბამისი კოსმეტიკური თვისებები.

წარმოგიდგენთ ბრინჯის წყლის მომზადების ორ გზას – ადუღებით ან ადუღების გარეშე.

1. გარეცხეთ 1 ჭიქა ორგანული ბრინჯი სუფთა წყლით.

2. ღია ქვაბში მოხარშეთ ბრინჯი 3 ჭიქა წყალთან ერთად.

3. ბრინჯის მოხარშვის შემდეგ წყალი გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში

4.დაელოდეთ ბრინჯის წყალი გაცივდეს და შემდეგ შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში.

ამ კონცენტრირებული ხსნარის 1-2 სუფრის კოვზი განზავდეს 1 ჭიქა წყალში. ურიეთ, რომ რძიანი ნარევი მიიღოთ. გამოიყენეთ იგი კანის მოვლისთვის.

1. 1 ჭიქა ორგანული ბრინჯი გარეცხეთდა დაუმატეთ 2 ჭიქა წყალი.

2. გააჩერეთ 30 წუთი.

3. აურიეთ და შემდეგ გადაწურეთ წყალი სხვა თასში.

ეს წყალი გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში 3-4 დღე. გამოყენებამდე შეანჯღრიეთ.

მას შემდეგ, რაც თქვენი ხელნაკეთი ბრინჯის წყალი მზად იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი კანისა და თმის ყოველდღიურ რუტინაში. გამოიყენეთ ეს ბუნებრივი საშუალება და თქვენ მალევე უარს იტყვით ძვირადღირებული და ქიმიური სილამაზის პროდუქტებზე კანისა და თმის პრობლემების მოსაგვარებლად.

შენიშვნა: არ გამოიყენოთ გაუზავებელი ბრინჯის წყალი თმაზე.

აქ მოცემულია ბრინჯის წყლის რამდენიმე სარგებელი თქვენი კანისა და თმისთვის.

1. აუმჯობესებს თმის ჯანმრთელობას

ბრინჯის წყალი თმას რბილს, ძლიერს და ჯანსაღს ხდის. თმა შედგება ცილისგან; ამიტომ, ბრინჯის წყალში შემავალი ცილა კარგია თქვენი თმისთვის. ბრინჯის ცილა აძლიერებს თმას და ავსებს მას შიგნიდან.

შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე დაისხით ბრინჯის წყალი ჩვეულებრივი წყლით განზავებული.

შეიზილეთ სკალპი თითის წვერებით 10 წუთის განმავლობაში. კარგად ჩამოიბანეთ თმა უბრალო წყლით. გამოიყენეთ ეს მკურნალობა კვირაში 2 ან 3-ჯერ.

2. დაუმორჩილებელი თმისთვის

ბრინჯის წყალი არის ზუსტად ის, რაც გჭირდებათ ხვეული და დაუმორჩილებელი თმისთვის. მასში შემავალი პროტეინის კარგ რაოდენობას შეუძლია ღრმად გააუმჯობესოს თმა, გახდის მას უფრო გლუვს და, შესაბამისად, უფრო მართვადს. ხახუნის ზედაპირის შემცირებით, ბრინჯის წყალში შემავალი ნახშირწყლების ინოზიტოლი აადვილებს ვარცხნას და ასევე აუმჯობესებს თმის ელასტიურობას.

შეურიეთ 1 წილი ბრინჯის წყალი, 3 წილ სუფთა წყალთან. გამოიყენეთ ეს ნარევი, თმის დაბანის დროს ბოლო ეტაპად. საუკეთესო შედეგისთვის გაიმეორეთ ეს მკურნალობა კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

3. ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს

ბრინჯის წყალი მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი ბალზამი და ამშვიდებს გაღიზიანებულ და ანთებულ კანს. სინამდვილეში, ბრინჯში შემავალი სახამებელი განსაკუთრებით ეფექტურია ეგზემის დროს მშრალი კანის დაზიანებების სამკურნალოდ.

ნებისმიერი სახის კანის გაღიზიანების ან ანთების დროს დაამატეთ რამდენიმე ჭიქა ბრინჯის წყალი თბილ აბაზანაში. დაასველეთ კანი ამ წყალში 15-დან 20 წუთის განმავლობაში, დღეში ორჯერ.

4. ამცირებს კანზე ფორებს

ღია ან დიდი ფორები თქვენს კანს დაუცველს ხდის დერმატოლოგიური პრობლემების მიმართ, როგორიცაა აკნე და შავი წერტილები, განსაკუთრებით თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. ბრინჯის წყალი ძალიან ეფექტურია ამ შემაშფოთებელ პრობლემასთან საბრძოლველად.

ამ დროს ბრინჯის წყალი უნდა განზავდეს თანაბარი რაოდენობით სუფთა წყალთან. დაასველეთ ხსნარში ბამბის ტამპონი და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ ეს საშუალება ყოველ საღამოს სახის გაწმენდის შემდეგ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version