vap.ge

ხელნაკეთი ხველისა და ანთების რეცეპტი: უფრო სწრაფი და ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ხველების სიროფი

ხელნაკეთი ხველისა და ანთების რეცეპტი: უფრო სწრაფი და ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი ხველების სიროფი

Ძალიან დამხმარე საშუალება!!

ხველების სამკურნალო საშუალებების უმეტესობა შეიცავს დექსტრომეტორფანს ან DXM-ს. იგი ფართოდ გამოიყენება, როგორც აქტიური ინგრედიენტი ხველის სამკურნალოდ და ადამიანების უმეტესობამ არ იცის მისი ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებ. სინამდვილეში, ეს ნარევი იმდენად საშიშია, რომ შეიძლება ფატალურიც კი იყოს ბავშვებისთვის. ესაა ბავშვებში ფატალური შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, ისევე როგორც უთვალავი სასწრაფო დახმარების განყოფილებაში ვიზიტი. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვების დაახლოებით 10%-ს არ გააჩნია შესაბამისი ფერმენტები, რომლებიც საჭიროა DXM-ის სწორად მეტაბოლიზმისთვის, რასაც საშიში შედეგები მოჰყვება.

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის თანახმად, ბავშვებსა და ჩვილებს 2 წლამდე არ უნდა მიეცეთ ურეცეპტოდ გაცემული ხველისა და გაციების წამლები, რადგან შეიძლება მოხდეს სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები.

ჩვენს რეცეპტში გამოყენებული ინგრედიენტები საკმაოდ მარტივი, იაფი, ხელმისაწვდომი და სრულიად ბუნებრივია. ეს საერთო ინგრედიენტები, როგორიცაა თაფლი და ბეგქონდარა, მუშაობენ სინერგიულად, რათა შექმნან ძლიერი საშუალება ხველების, სურდოს და პნევმონიის დროს. მაგალითად, ბეგქონდარა ამშვიდებს ბრონქებსა და ტრაქეის კუნთებს, რაც ხელს უწყობს სასუნთქი გზების გახსნას. ჯანჯაფილი, თავის მხრივ, ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებაა. კურკუმა ასევე ძალიან სასარგებლოა. სინამდვილეში, კურკუმას გამოყენება ხველისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახლის სამკურნალო საშუალებაა. მისი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები მას საუკეთესო საშუალებად აქცევს ხველისა და გაციების სამკურნალოდ. ამ დროს კი თაფლი ხელს შეუწყობს ყელის ტკივილის შემსუბუქებას და ასევე ეფექტური ხველის დამამშვიდებელ პრეპარატებს.

პროდუქტის შემადგენლობა:

- 1 მწვანე ჩაის პაკეტი
- 1/3 ჩაის კოვზი ბეგქონდარა
- 1/2 ჩაის კოვზი ჯანჯაფილის ფესვი (ახლად გახეხილი)
- 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა
- 2 ჩაის კოვზი უმი თაფლი
- ნახევარი ლიმონის წვენი (ან 1 წვეთი ლიმონის ეთერზეთი)

მომზადება: მოათავსეთ ჩაის პაკეტი, ბეგქონდარა, ჯანჯაფილი და კურკუმა მდუღარე წყალში. გააჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ცოტახნის შემდგომ დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.

ბოლოს კი დალიეთ და ისიამოვნეთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version