vap.ge

ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლისთვის! 

ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლისთვის! 

უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ფეიხოა, როგორც მას უწოდებენ "ზამთრის კენკრა" ჯანმრთელობის დაცვის სადარაჯოზე დგას

დღევანდელ სტატიაში შემოგთავზებთ მის გასაოცარ სამკურნალო თვისებებზე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, კერძოდ კი "ჩიყვის" სამკურნალოდ!

მოდით უფრო დეტალურად გავეცნოთ მისი გამოყენებით არსებულ საოცარ საშუალებებს:

ასევე დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დადასტურებულია ფეიხოას თაფლით გამოყენების ეფექტურობა ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ლარინგიტის, ტონზილიტის, ნერვული სისტემის მაღალი აგზნებადობის, აგრეთვე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

იოდის დეფიციტი უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის მთელ სხეულზე, ფაქტობრივად ფრჩხილებიდან დაწყებული თმის ღერამდე დამთავრებული, ამ სიტყვის სრული გაგებით. ასევე ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს ბავშვები გონებრივად ჩამორჩებიან მათ განვითრების შესაბამის სტანდარტს და უარესდება მათი ინტელექტუალური განვითარება.

შემოთავაზებული კომპოზიცია, რომელიც მოიცავს ფეიხოას თაფლით, ხელს შეუწყობს იოდის დეფიციტის კომპენსირებას, რადგან ის შეიცავს ფეიხოას ადვილად ასათვისებელ ფორმას. ფეიხოა იოდის გარდა შეიცავს C, B, P ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს, ხოლო ფეიხოაში C ვიტამინის შემცველობა ლიმონს არ ჩამოუვარდება.

ფეიხოას რეცეპტი თაფლით

მიიღეთ ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით, ანუ 1: 1. ფეიხოა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად შეურიეთ თაფლს, გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში.

იზრუნეთ თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე - მოამზადეთ ფეიხოას უაღრესად ჯანსაღი და ძალიან გემრიელი ნარევი თაფლით!

Facebook კომენტარები
Exit mobile version