vap.ge

როგორ მოვიშოროთ სტომატიტი სახლის პირობებში? დაემშვიდობეთ ამ პრობლემას მარტივად

როგორ მოვიშოროთ სტომატიტი სახლის პირობებში? დაემშვიდობეთ ამ პრობლემას მარტივად

სტომატიტი არის მცირე წყლულების ერთობლიობა, რომელიც წარმოიქმნება პირის ღრუში. იგი როგორც ბავშვებში- ასევე უფროსებშიც გვხვდება. მათ ადრევე უნდა უმკურნალოთ, თორემ ისინი აგრძელებენ ზრდას სანამ არჩაერევით. სტომატიტის დროს მტკივნეული ხდება საკვების ღეჭვა,ასევე სასმელის მიღება, რაც იწვევს წვას და დისკომფორტს.

სტომატიტს აგრეთვე დამატებითი უსიამოვნო სიმპტომები გააჩნია, ესენია:

წყლულები ჩნდება:

  1.  ლოყებზე
  2. ენაზე
  3. ტუჩებზე

მტკივნეული ხდება, როგორც საჭმლის ჭამის დროს ასევე კბილების გამოხეხვისას და რთულ შემთხვევაში ლაპარაკის დროსაც.

სტომატიტი ასევე იწვევს:

სტომატიტის დროს პირის ღრუს ლორწოვანზე მოთეთრო საფარი ჩნდება. ანთებას თან ახლავს არასასიამოვნო სუნი.

მაგრამ საიდან მოდის სტომატიტი და როგორ  შეიძლება დაინფიცირდე? 

  1. ვირუსული სტომატიტი, გადამდებია. ის ძირითდად წარმოიქმნება როდესაც შეხება გაქვს სტომატიტიან ადამინთან, ანუ იყენებთ მის ჩანგალს, კოვზს, სვამთ ერთი და იგივე ჭიქიდან წყალს ან უბრალოდ გადაკოცნით. ამიტომ, როდესაც სტომატიტით დაავადებული პაციენტთან გაქვთ შეხება , შეეცადეთ მაქსიმალურად დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი შვილი.
  2. სტომატიტი აგრეთვე შეიძლება მოხდეს პირის ღრუს არასწორად მოვლის  დროს. თუ კბილების გამოხეხვა  არარეგულარულია, პირის ღრუს ნარჩენებს შეუძლიათ ლპობა, რაც იწვევს წყლულებს.
  3.  ვირუსული სტომატიტი ასევე შეიძლება მოხვდეს გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულის მირთმევით.
  4. პირის ღრუს წყლულები ხშირად ჩნდებიან მარილიანი, მჟავე ან ცივი საკვების მიღებისას.
  5. ზოგჯერ კი სტომატიტი საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების შედეგია. გასტრიტი და კოლიტი სხეულში აჩენენ ბაქტერიებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პირის ღრუზე.
  6. და ბოლოს სტომატიტის გაჩენის მიზეზი სუსტი იმუნიტეტიც არის, როდესაც ადამიანები ანტიბიოტიკებს იყენებენ ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა წყლულების გაჩენაა.

ხალხური საშუალებები სტომატიტის დროს

ბევრი ეფექტური მეთოდი არსებობს სამკურნალოდ, რომელიც გამოცდილია მრავალი წლის განმავლობაში.

თაფლით სტომატიტის მკურნალობა, ახალი თაფლით დღეში რამოდენიმეჯერ წაისვით წყლულებზე და მალევე გაქრება წყლულები.

ასევე ძლიან კარგია ალოეს წვენი, რაც შეიძლება ძველი ალოედან გამოწურეთ წვენი და დღეში 3-ჯერ წაისვით, შედეგს 1 კვირაში მიიღებთ.

ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად ძალიან კარგი საშუალებაა მუხის ქერქის გამოყენება. მომზადება: მუხის ქერქები ჩაყარეთ წყალში აადუღეთ, შემდეგ ნელთბილი ბულიონით დღეში ორჯერ დაიბანეთ წყლულები. ნახევარი საათის შემდეგ გამოიხეხეთ კბილები. მალევე დაინახავთ შედეგს.

სტომატიტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის კიდევ დაგეხმარებათ ნახევარი ჭიქა რძე რომელიც უნდა გახსნათ თაფლში დაუმათეთ კვერცხის ცილაც და კარგად აურიეთ, ნაყენი დაიდეთ დაზიანებულ ყველა ადგილზე დღეში სამჯერ.

ძალიან კარგი საშვალებაა აგრეთვე თბილი წყალი, რომელშიც უნდა ჩაყაროთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ჩაის კოვზი სოდა და იოდის რამდენიმე წვეთი, ჩამოიბანეთ პირი ამ ხსნარით დღეში სამჯერ.

პირის ღრუს სტომატიტის სამკურნალოდ მნიშვნელოვანია შეცვალოთ კბილის ჯაგრისი , ასევე მოერიდეთ ოჯახის წევრებს, საკუთარი ჭურჭელი იქონიეთ. ასევე პერიოდულად გამოირეცხეთ პირის ღრუ სოდიანი თბილი წყლით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version