vap.ge

დამწვრობის დროს თუ ბუშტუკები გაუფრთხილებლობით გაიხეთქეთ და მდგომარეობა მეტად გართულდა! ეს მცენარე ჭრილობის მოშუშებაში უმარტივესად დაგეხმარებათ

დამწვრობის დროს თუ ბუშტუკები გაუფრთხილებლობით გაიხეთქეთ და მდგომარეობა მეტად გართულდა! ეს მცენარე ჭრილობის მოშუშებაში უმარტივესად დაგეხმარებათ

მინდა გამოცდილება გაგიზიაროთ. შარშან ფეხი დავიწვი, გამიჩნდა ბუშტუკები, რომლებიც გაუფრთხილებლობით გავიხეთქე. როგორც ჩანს, ინფექცია შემეჭრა. იმ ადგილას ფეხი დამისივდა და შემიწითლდა, სიარული მიჭირდა. სიწითლე სულ უფრო ფართოვდებოდა. ძალიან შემეშინდა. სოფელში ვცხოვრობ და მოხუცი ადამიანისთვის ექიმთან მისვლა არც ისე ადვილია.

მეზობლებს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. ერთმა მეზობელ მა, რომელიც სამკურნალო მცენარეებს ამრავლებს, მომიტანა ქოთნით კალანჰოე და მასწავლა, როგორ უნდა გამომეყენებინა: მცენარეს რამდენიმე ფოთოლი მოვატეხე, კარგად გავრეცხე ცივი წყლით, ავაძვრე თხელი ფენა, დავიდე შესივებულ ადგილზე და შევიხვიე. შეშუპება და სიწითლე ჩამიცხრა, ჭრილობიდან გამონადენიც შეწყდა — კალანჰოემ თითქოს ყველაფერი გამოიტანა ფეხიდან. გაოცებული დავრჩი ასეთი ეფექტით. მას შემდეგ კალანჰოე მეც მოვამრავლე და ამ მცენარეს ყოველთვის ვიყენებ ჭრილობების, კანის ინფექციების, დაჩირქებული უბნების სამკურნალოდ. სხვებსაც ვეხმარები თუ ვინმეს მსგავსი პრობლემები აქვს. ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა კალანჰოეს ახალგამოწურული წვენის ჩაწვეთება ცხვირში სურდოს და გრიპის დროს. "

ექიმის კომენტარი: კალანჰოე მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ფოთლები შეიცავს პოლისაქარიდებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და ფლავონოიდებს. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევისას დადგინდა, რომ კალანჰოეს წვენი ტოქსიკური არ არის, ხელს უწყობს თერმული დამწვრობების და ჭრილობების შეხორცებას, ამუხრუჭებს ანთების ექსუდაციური ფაზის განვითარებას, თრგუნავს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას. ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით კალანჰოეს წვენი რეკომენდებულია გარეგანი ხმარებისთვის კანის ანთებითი და დამწვრობითი პათოლოგიების დროს. კალანჰოეს წვენს წარმატებით იყენებენ ქირურგიულ პრაქტიკაში ჩირქოვან-ნეკროზული პროცესების, წვივის ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ; აგრეთვე სტომატოლოგიაში — გინგივიტების, პაროდონტოზების, აფთოზური სტომატიტების დროს.

გინეკოლოგიაში — საშვილოსნოს ყელის ეროზიების, წყლულების დროს. კალანჰოეს წვენი გამოიყენება ოფთალმოლოგიაშიც თვალის სხვადასხვა დაზიანების და დაავადების დროს. კალანჰოესგან დამზადებული პრეპარატები — კალანჰოეს წვენი და კალანჰოეს საცხი აფთიაქებში იყიდება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version