რამდენიმე წელია, დამეწყო ხელების კანკალი დ ამ რეცეპტის გამოყენებას ვაპირებ მისგან თავის დასაღეწევად! თქვენც გიზიარებთ რეცეპტს და ექიმის კომენტარს
რამდენიმე წელია, დამეწყო ხელების კანკალი. დამისვეს პარკინსონიზმის დიაგნოზი. ვმკურნალობ ნევროლოგის მეთვალყურეობით, მაგრამ დაავადება კვლავ პროგრესირებს. გავეცანი უამრავ სამედიცინო ლიტერატურას ამ დაავადების შესახებ და ძალიან ვღელავ იმის გამო, რომ ქიმიური წამლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ვსვა, თანაც შეიძლება საგრძნობი შედეგი ვერც მივიღო. ამიტომ დავინტერესდი ხალხური მედიცინით, მივაგენი პარკინსონიზმის სამკურნალო რამდენიმე რეცეპტს.
თუმცა არ ვიცი, რამდენად სასარგებლო იქნება მათი გამოყენება ჩემი ჯანმრთელობისთვის. მინდა, ექიმის კომენტარი დაურთოთ — განგვიმარტოთ რეცეპტში შემავალი კომპონენტების სამედიცინო მნიშვნელობა: 5 გ მსხვილად დაკეპილი ამარალისის, იმავე ბელადონას ფესვს დაასხით 100 მლ თეთრი ღვინო (8-10%-იანი), დაუმატეთ 1 გ დანახშირებული საქონლის ძვალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 7-10 წუთი, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ, დადგით ბნელ და გრილ ადგილას. მიიღეთ თითო ჩ/კ 3-ჯერ დღეში ჭამამდე ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ დოზა თანდათან უნდა გაზარდოთ და ახვიდეთ 2 ს/კოვზამდე თითო მიღებაზე. ასევე ეფექტიანია სხვა მცენარეთა ნაყენები: ●●●
1. ლენცოფას ნაყენი: 1 ჩ/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 30 წუთი, გაწურეთ და მიიღეთ 1-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ. - 2. სალბის ნაყენი — 2 ს/კ დანამცეცებულ ფოთლებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი და დადგით (უმჯობესია თერმოსში) 8 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ სამ დალევაზე ჭამამდე 15 წუთით ადრე.