vap.ge

რამდენიმე წლის წინათ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს — როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი

რამდენიმე წლის წინათ გავცივდი და მას შემდეგ თავი ვეღარ დავაღწიე ცისტიტს — როგორც კი შემცივდებოდა, მაშინვე მიღიზიანდებოდა შარდის ბუშტი, მეწყებოდა ტკივილი.

ორი კვირა ხელის განძრევა აღარ შემეძლო. მკურნალობა დროებით საშველს მაძლევდა. ჩემი გასაჭირი მეგობრის დედას შევჩივლე. თურმე, ოდესღაც ისიც ჩემს დღეში ყოფილა და მცენარეული ნაყენით განკურნებულა. მეც მასწავლა მისი მომზადება:

100-100 გ ვარდკაჭაჭასა და სალბის 3 ს/კ ნარევი საღამო ხანს ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. დილას ნაყენი გადაწურეთ და სვით 3/4 ჩ/ჭ 4-ჯერ დღეში. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენს და შემოდგომაზე ვიგრძენი, რომ საქმე უკეთესობისკენ მიდიოდა. თავს ვუშველე მთელი ზაფხულის განმავლობაში ვსვამდი, თუმცა როდესაც დაავადება უკვე ქრონიკულია პერიოდულად გამწვავებები ახასიათებს. თუმცა მე პირადად მას შემდეგ ცისტიტი აღარ გამმწვავებია. არადა ექიმი მაფრთხილებდა, რომ არ გავციებულიყავი

ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე კურსი ჩავიტარე.

ექიმის კომენტარი: ვარდკაჭაჭა მრავალწლიანი მოზრდილი ბალახოვანი მცენარეა. ზოგჯერ 125 სმ სიმაღლისაცაა. ღერო დატოტვილი აქვს, ქვედა ფოთლები როზეტად არის შეკრებილი, ზედა კი ლანცეტისებური ფორმისაა, კიდეებდაკბილული. ყლორტების ბოლოებში ზის კალათა-ყვავილები. ეს მცენარე მთელ საქართველოშია გავრცელებული.

ქართულ ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ იხმარებოდა ამ მცენარის ფესვი, თესლი, ფოთოლი, ყვავილი, ფესვის ქერქი, მცენარის წვენი.. მისი ფოთლებისგან დამზადებულ მალამოს ხმარობდნენ ღვიძლის ტკივილის ან ღვიძლის დაავადებების დროს გარედან შემოსადებად. გარდა ამისა, ვარდკაჭაჭას ხმარობდნენ თვალის ტკივილისას. ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის სამკურნალო წიგნში ვარდკაჭაჭა მოხსენიებულია, როგორც შარდმდენი საშუალება.

მცენარის გამშრალი ფესვი მადის მომგვრელი და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი საშუალება იყო. სალბის ბიოაქტიური ნივთიერებებით მდიდარ ფოთლებს აქვს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება. გარდა ამისა, ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ სალბი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორულ აქტიურობას. მცენარის ნაყენს აქვს სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) ეფექტიც. სალბის ფოთლები აქვეითებს ოფლის გამოყოფას. სალბის პრეპარატებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების ანთებების, კანის დაავადებების, გასტრიტების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპაზმის, შარდის ბუშტის ანთების სამკურნალოდ.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version