vap.ge

80 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:

80 წლის ქალი ვარ და ჩემს ჯანმრთელობას სამკურნალო მცენარეებს ვუმადლი. მინდა შემოგთავაზოთ წნევის მარეგულირებელი რამდენიმე საშუალება:

1) წნევიანებისთვის ძალიან კარგია ყურძნის წვენი. მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წვენი ახალგამოწურული უნდა იყოს — დამაჭრებული არ გამოდგება. შემოდგომის ბოლომდე ჩვენში ყურძენი არ გამოილევა — ყოველდღიურადაც რომ მიიღოთ მისი წვენი, წნევასაც მოგიწესრიგებთ და გულსაც მოუხდება.

2) 10-20 დღის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით (როგორც წამალი) 4 ცალი ვაშლი. ნახეთ, როგორ მოგიწესრიგებთ წნევას.

3) თუ წნევა გითამაშებთ, თქვენთვის კარგი იქნება ლიმონისა და ნივრის ნარევი. ხორცსაკეპში გაატარეთ 3 მოზრდილი ლიმონი და 3 საშუალო თავი ნიორი. ეს მასა მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაასხითლიტრ-ნახევარზე ცოტა ნაკლები მდუღარე წყალი, მოურიეთ და 24 საათის განმავლობაში დადგით ბნელ ადგილას. შემდეგ გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიიღეთ 50-50 გ დილა-საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 21 დღეა. თუმცა, ვისაც კუჭი აწუხებს, მისთვის ამ ნაყენის მიღება სასურველი არ არის. ...

2) წნევას დაბლა სწევს ხახვის ნაყენიც. ერთ თავ ხახვს მოაშორეთ მხოლოდ ზედა, მინიანი კანი (დანარჩენი დაუტოვეთ, რადგან სწორედ მასშია სამკურნალო ნივთიერებები), გარეცხეთ, ჩადეთ ნახევარლიტრიან ქილაში და დაასხით 1 ჩ/ჭ ცივი წყალი. ეს ნაყენი საღამოხანს მოამზადეთ. დილით გადაწურეთ და მთლიანადდალიეთ.

ასე გააკეთეთ ყოველდღე. ყოველდღიურად ახალი ხახვი გამოიყენეთ. ეს ნაყენი ზედა და ქვედა წნევას ერთნაირად მოგიწესრიგებთ.

ექიმის კომენტარი: მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული რეცეპტი: 1) გლუკოზა, რომელიც ყურძნის წვენის მთავარი კომპონენტია, კვებავს და ააქტიურებს გულის კუნთს. გულის კუნთის ნორმალური ფუნქციონირება კი მრავალწილად განსაზღვრავს წნევის დარეგულირებას; 2) ევროპელ მეცნიერთა ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ვაშლში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ვაშლი ინფარქტის პროფილაქტიკის ერთ-ერთ ბუნებრივ საშუალებადაც კია მიჩნეული; 3) ლიმონი და ნიორი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, აქვეითებს თრომბწარმოქმნის რისკს სისხლძარღვებში; 4) ხახვი ფიტონციდებით, ეთერზეთებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი მცენარეა. მას ხალხურ მედიცინაში მართლაც იყენებენ ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version