ძალიან მაწუხებდა კუჭის წყლული, თირკმელები, ადვილად ვცივდებოდი და იმუნიტეტიც დაქვეითებული მქონდა. ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის!
ძალიან მაწუხებდა კუჭის წყლული, თირკმელები, ადვილად ვცივდებოდი და იმუნიტეტიც დაქვეითებული მქონდა. ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის.
როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ (ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში), გარეცხეთ, გააშრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში და შაქართან (1:1) ერთად ფენა-ფენა ჩადეთ მშრალ მინის ქილაში. შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 30-40 წუთით ადრე ჭამამდე, დღეში ერთხელ.
ექიმის კომენტარი: მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მეტად გავრცელებულია საქართველოში. გვხვდება მდელოებზე, ფერდობებზე. ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია ქსოვილთა აღდგენა, აქვს საძილე და ჰიპოტენზიური მოქმედება, ნაყენს — ნახველის გამათხელებელი ეფექტი, აგრეთვე, აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას. მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებას ბრონქიტებისა და ტუბერკულოზის დროს, აგრეთვე, კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.