vap.ge

ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ დამეწყო აუტანელი თავის ტკივილები და მქონდა ხმაური თავში — გამუდმებით ჩამესმოდა ზუზუნი. წამლები არ მშველოდა, თუმცა ეს ნაყენი სასწაულებრივი აღმოჩნდა!

ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ დამეწყო აუტანელი თავის ტკივილები და მქონდა ხმაური თავში — გამუდმებით ჩამესმოდა ზუზუნი. წამლები არ მშველოდა, თუმცა ეს ნაყენი სასწაულებრივი აღმოჩნდა!

ძლიერი სტრესის გადატანის შემდეგ დამეწყო აუტანელი თავის ტკივილები და მქონდა ხმაური თავში — გამუდმებით ჩამესმოდა ზუზუნი. წამლები არ მშველოდა.

ერთმა ნაცნობმა მირჩია ცხენის წაბლის ნაყენის სმა. ასეც მოვიქეცი. 1/3 ჭიქა შაქრიან წყალს დავამატე 30 წვეთი წაბლის ნაყენი. წამლის მიღებიდან ნახევარ საათში უკეთესობა ვიგრძენი და სულ მალე მშვიდად დავიძინე. მეორე დღეს გავიმეორე და ტკივილმა საერთოდ გამიარა.

ცხენის წაბლის ნაყენი ასე მზადდება: კანიანად დაჭრილ 50 გ ცხენის წაბლს დაასხით 0,5 ლ არაყი და 2 კვირა დადგით ბნელ ადგილას. 30-40 წვეთი ნაყენი დაამატეთ დამტკბარ წყალს და დალიეთ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, დღეში 2-3-ჯერ. წაბლის ნაყენი შველის თავის ტკივილს, ჰიპერტონიას, თრომბოფლებიტს, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, რევმატიზმს, პროსტატის ადენომას, სტენოკარდიას. ეფექტის გასაძლიერებლად ვამზადებ ცხენის წაბლის ბალზამსაც.

10 გ კანიანად დაჭრილ წაბლს ვასხამ 1 ჩ/ჭ ზეთს, ვდგამ წყლის ორთქლზე, მიმყავს ადუღებამდე. შეგრილებულს ვასხამ მუქი შუშის ბოთლში და ვინახავ გრილ ადგილას. ამ ბალზამით ღამით, დაძინებამდე შეგიძლიათ დაიზილოთ მტკივანი ადგილები, შემდეგ კი შემოიხვიოთ შალის ქსოვილი. განსაკუთრებით კარგია ბალამი ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის დროს — იგი ხელს უშლის „რომბის წარმოქმნას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.

თავის ტკივილისას ბალზამით ვიზელ საფეთქლებსა და შუბლს.

მე ძალიან გამომადგა ეს საშუალება, იქნებ თქვენც გიშველოთ!"

ჯანმრთელობას გისურვებთ

ექიმის კომენტარი: ცხენის წაბლის ნაყოფი უამრავ ბიოაქტიურ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. განსაკუთრებით ეფექტიანია წაბლის სპირტიანი ნაყენი. ცდამ დაადასტურა, რომ ეს ნაყენი აქვეითებს არტერიულ წნევას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, აფერხებს თრომბწარმოქმნას და ხსნის ლოკალურ შეშუპებებს, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აწესრიგებს ცხიმების რაოდენობას სისხლში.

წაბლის ექსტრაქტში შემავალი ესცინი მკაფიო ვენოტროპული ეფექტით ხასიათდება — აცხრობს ანთებას და შეშუპებას ვენების დაავადებების დროს. ცხენის წაბლის ნაყენი კლასიკურ მედიცინაში გამოიყენება — ამ პრეპარატს ესკუზანი ეწოდება. მას უნიშნავენ ვენების ვარიკოზული გაგანიერების და ჰემოროის დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version