vap.ge

გიზიარებთ ყურის ტკივილის სამკურნალო ხალხურ, არა ერთხელ გამოცდილ მეთოდს!

გიზიარებთ ყურის ტკივილის სამკურნალო ხალხურ, არა ერთხელ გამოცდილ მეთოდს!

მკითხველი ითხოვდა ყურის ტკივილის სამკურნალო რეცეპტს.

ხოლო მეც სწორედ დღევანდელ სტატიაში ვაპირებ ჩემ მიერ გამოყენებული ხალხური რეცეპტის გაზიარებას, კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში მან ნამდვილად გაამართლა. ვიმედოვნებ თქვენც ასევე წარმატებით გამოგადგებათ!

ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ეს რეცეპტი ძველი „კარაბადინიდან“ ამოვიწერე. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა ყური ლიმონის წვენმა.

ერთი შეხედვით უმარტივესი და თან დაუჯერებელი მეთოდია, თუმცა ფაქტია მან შედეგი ნამდვილად გამოიღო. მე მწმას ხალხური მედიცინის ძალის ამიტომაც ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვიყენებ მის რეცეპტებსაცერთგულო მკითხველნო ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ!

ექიმის კომენტარი: ლიმონის წვენის ძირითადი ნაწილი წყალი და ლიმონმჟავაა. იგი ასევე, შეიცავს შაქარს, C, A, B და D ვიტამინებს, კალიუმისა და სპილენძის მარილებს და სხვა მიკროელემენტებს. სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით ლიმონი გამოიყენება ჰიპოვიტამინოზების დროს. ლიმონის წვენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, შარ- დკენჭოვანი დაავადების, პოდაგრის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროს. ლიმონის წვენი ეფექტიანია ანგინის, ფარინგიტებისას, გარეგანად გამოიყენება სოკოვანი დაავადების დროსაც. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ეფექტთან იყოს დაკავშირებული მისი გამოყენება ოტიტის დროს.

გახსოვდეთ: ყურის პათოლოგიებთან სიფრთხილე გმართებთ და ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითმკურნალობით შეიძლება საქმე სერიოზულ გართულებამდე მივიდეს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version