vap.ge

როცა სიცივეში გავდივარ, თითქოს გული მიჩერდება, ტუჩები მიფითრდება, კიდურები მეყინება. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი გამოსავალი დედამ იპოვა, სწორედ მან დამიმზადა ნაყენი, რომელიც ჩემთვის უებარი აღმოჩნდ

როცა სიცივეში გავდივარ, თითქოს გული მიჩერდება, ტუჩები მიფითრდება, კიდურები მეყინება. ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი გამოსავალი დედამ იპოვა, სწორედ მან დამიმზადა ნაყენი, რომელიც ჩემთვის უებარი აღმოჩნდ

როცა სიცივეში გავდივარ, თითქოს გული მიჩერდება, ზოგჯერ კი გულისცემა  ჩქარდება, გული მეწურება, ტუჩები მიფითრდება, კიდურები მეყინება. სხვა მხრი ჯანმრთელი ვარ, ფიზიკურად მუშაობაც შემიძლია. მირჩიეს ატფ-ის ნემსების გაკეთება მაგრამ ამ ნემსებს ცუდად ვიტან და უარი ვთქვი. თანაც ჯერ ახალგაზრდა ვარ და არ მინდა წამლებს მივეჩვიო.

გამოსავალი დედამ იპოვა — იგი მეტად დაინტერესებულია ხალხური რეცეპტებით. სწორედ მან დამიმზადა ნაყენი, რომელიც ჩემთვის უებარი აღმოჩნდა. 1 ჩ/კ ხმელ პიტნას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და შეფუთეთ. 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ და სვით ყლუპ-ყლუპად დილაობით, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. ნაყენი უნდა სვათ რეგულარულად. დედა ასე იქცეოდა თითქმის ექვსი თვის განმავლობაში — მასაც აწუხებდა გული ახალგაზრდობაში. მე ახალი დაწყებული მაქვს მკურნალობა, მაგრამ უკვე ვგრძნობ უკეთესობას. დღითი დღე მიუმჯობესდება მდგომარეობა.

ამასთანავე, ასკილის ნაყენის სმას ვურჩევ ყველას, ვისაც გული აწუხებს, რადგან მდიდარია ვიტამინებით და ორგანიზმს ზედმეტი სითხისგანაც ათავისუფლებს. 1 ს/კ ასკილს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ხარშეთ 10 წუთი. შეგრილებული ნახარში გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და სვით ჩაის მაგივრად. გემრიელიცაა და სასარგებლოც.

ექიმის კომენტარი: პიტნა ჩვენში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული და მისი ფოთლების ჩაიც ბევრის საყვარელი სასმელია. პიტნა მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, ახასიათებს სპაზმების მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტები. ხოლო ასკილი ვიტამინებით მდიდარი საუკეთესო მცენარეული შარდმდენი საშუალებაა. ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საშარდე ორგანოების პათოლოგიების დროს.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version