თუ ხშირად გაწუხებთ დიარეა, მაშინ ეს ხალხური საშუალება აუცილებლად უნდა სცადოთ!
კუჭის აშლილობა ასაკოვანი ადამიანების საკმაოდ ხშირი დაავადებაა. მის სამკურნალოდ მაყვლის ფესვებს იყენებენ. ამისთვის კი საშუალოდ 8-10 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქის მაყვლის ფესვები კარგად გარეცხეთ, ჩააწყვეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 3ჩ/ჭ (200-გრამიანი) წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ ერთ ჭიქამდე არ დადუღდება.
გააცივეთ, გაწურეთ დოლბანდში. მიღების წესი: დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 1 ს/კ ნახარში, დღეში მხოლოდ ერთხელ. 5-7 დღე საკმარისია იმისათვის, რომ კუჭის მოქმედება მოგიწესრიგდეთ.
ექიმის კომენტარი: მაყვალი ჩვენში ველურად მზარდი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, არომატულ და პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, პროვიტამინ A-ს (კაროტინს). გარდა ამისა, მასში ბევრია კალიუმი, სპილენძი და მანგანუმი. მაყ- ვლის ნაყოფს აქვს სიცხის დამწევი ეფექტი და მას მწვავე რესპირატორული დაავადებების, პნევმონიის დროს იყენებენ. გამხმარი ნაყოფის ნაყენი ძლიერი ოფლმდენი და
შარდმდენი საშუალებაცაა. მწიფე ნაყოფს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს, ხოლო უმწიფარ ნაყოფსა და ფესვებს — კუჭის შემკვრელი. ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლში „იადიგარ დაუდი“ ვკითხულობთ: „მაყვალი გულისა და ღვიძლისათვის მარგე და კაი მჟავე არის. კაცსა მუცელშიგა შეჰკრავს, წყურვილს მოუკლავს, რწყევასა უკუუგდებს... ვინცა ესე მაყულის ძირი მოთხაროს და ესე ქოთანი წყლითა აავსოს, თავსა დახუროს და პირი მოუგლისოს და ამდენი უნდა ხარშონ, რომ სამის წილისაგან ერთი წილი წყალი დარჩეს, მერმე გაწუროს და ერთსა ღამესა გარედ დადგან და დილეულ უზმომან უნდა სვას“.
ეს რეცეპტი ძალიან ჰგავს მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტს. მაყვლის ფოთლები ღრძილების დაავადების სამკურნალოდ იხმარებოდა: „ვინცა მაყვლის ფოთოლი უზმომან კევსავით დაღეჭოს, ღრძილები გაამთელოს და გაუმა- გროს“. ფოთოლს ხმარობდნენ სახსრების ტკივილის დასაყუჩებლად: „ვინცა მაყულის ფოთოლი დანაყოს და წყალი გამოჰხადოს და გაათბოს და მტკივანსა ალაგსა თბილ-თბილი შესცხოს, სახსრის ტკივილსა უშველის“.
წყარო: კარაბადინი