vap.ge

როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად ერთსა და იმავე დროს! მარტივი ტექნიკები

როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად ერთსა და იმავე დროს! მარტივი ტექნიკები

ალბათ არა ერთხელ გსმენიათ რომ წნევა ერთსა და იმავე დროს უნდა გავისინჯოთ ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამოუკიდებლად იზომავთ ხოლმე

დღევანდელ სტატიაში სწორედ მის მნიშვნელობას გაგაცნობთ

ზოგადად არტერიული წნევა ორგანიზმის მუშაობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს წარმოადგენს. 40 წლის შემდეგ, ჯანრთელობის მდგომარეობის მიუხედავად წნევის პერიოდულად გაზომვა ყველა ადამიანისთვის აუცილებელია. ადამიანმა ჰიპერტონიის განვითარება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეამჩნიოს. სწორედ ამიტომაც წნევის გაზომვის ყოველდღიური ჩვევა პრობლემის დროულად აღმოჩენასა და სათანადო ზომების მიღებაში დაგეხმარებათ.

საკითხავია უფრო მარტივად როგორ შევძლოთ ეს? თავდაპირველად გეტყვით, რომ არტერიული წნევის გასაკონტროლებლად უმარტივესი გზა წნევის საზომ აპარატს თუ შეიძლენთ და თავადვე გექნებათ სახლში. ასევე მნიშვნელოვანია: სანამ ტონომეტრს სახლში რეგულარულად გამოიყენებთ, ექიმს ან აფთიაქს მიმართეთ და სპეციალისტების კონტროლის ქვეშ არტერიული წნევა განსაზღვრეთ. შემდგომ უკვე სახლში ჩვეულ მდგომარეობაში გაწომვის დროს მაჩვნებელი 10 პუნქტზე მეტად არუნდა განსხვავდებოდეს სპეციალისტის მიერი გაწომვის მაჩვენებელს ეს იქნება მეტობით თუ ნაკლებობით მნიშნელობა არ აქვს. მუდმივი ცვლილებების შემთვევაში კი სასურველია კვლავ სპეციაისტთან გადაამოწმოთ ეს ყოველივე

აქვე გაგიზიარებთ 6 წესს, რომელსაც სახლის პირობებში წნევის გაზომვის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ

  1. თავდაპირველად გეტყვით, რომ წნევა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს უნდა გაიზომოთ. იდეალური იქნება დილით გაღვიძებისთანავე, უზმოზე და სიგარეტის მოწევის გარეშე ( თუ რაღა თქმა უნდა მწეველი ხართ)
  2. ასევე თუ დილით წნევის გაზომვა არ გიხერხდებათ ან გავიწყდებათ, სასურველია ჭამიდან ნახევარი საათი მოიცადეთ, და შემდგომ გაიწომეთ
  3. ამასთანავე წნევა არა მხოლოდ დილით, არამედ საღამოსაც უნდა გაიზომოთ ხოლმე
  4. ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ წნევა მოდუნებულ ჩვეულ მდგომარეობაში გაიზომოთ. გაზომვამდე 5 წუთით კომფორტულად მოეწყვეთ სასურველ ადგილზე, რომ დამშვიდდეთ.
  5. ასევე განსაზღვროლია ჯდომის პოზა რომელიც სასურველია დაიცვათ წნევის გაზომვის დროს რათა, მაქსიმალურად ზუსტი შედეგი მიიღოთ. სკამზე დაჯექით და იატაკზე ფეხები ერთმანეთის გვერდით, სწორად დადგით. ფეხის ფეხზე გადადების დროს კუნთები იძაბება და არტერიულ წნევაც შესაძლოა მცირედით, მაგრამ მაინც იზდება
  6. მექანიკური საზომის შემთვევაშიც და ისეც ტონომეტრის მანჟეტსა და კანს შორის არაფერი უნდა იყოს. დასაშვებია მხოლოდ ძალიან თხელი ქსოვილი. მანჟეტი ხელზე კარგად შემოხვეული უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალიან არ უნდა გიჭერდეთ. მნიშვნელოვანია, რომ მანჟეტი გულის დონეზე მდებარეობდეს. ხოლო თავად საზომი მოწყობილობა სჯობს გულმკერდის სიმაღლეზე დაიკავოთ.

აქვე კი გაგაცნობთ არტერიული წნევის მაჩვენებლებს. იდეალური, უფრო ზუსტად ოპტიმალური არტერიული წნევაა 120/80. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არტერიული წნევის მაჩვენებლების სხვა ჯგუფებსაც გამოყოფს:

Facebook კომენტარები
Exit mobile version