vap.ge

ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა რა სიმპტომების მატარებელია D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში, ამ სტატიაში კი სწორედაც, რომ ყველა მათგანს დეტალურად განვიხილავთ. .

ალბათ ბევრს გასჩენია შეკითხვა რა სიმპტომების მატარებელია D ვიტამინის დეფიციტი ორგანიზმში, ამ სტატიაში კი სწორედაც, რომ ყველა მათგანს დეტალურად განვიხილავთ. .

ამ ვიტამინის დეფიციტმა ორგანიზმში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სახის სიმპტომი, ხოლო აქედან ერთ ერთი თითებში მგრძნობელობას უკავშირდება

ზოგადი ინფრომაციის დონეზე, რომ ვიცოდეთ მზის სინათლის ულტრაიისფერი სხივები კანზე მოხვედრისას ბუნებრივად D ვიტამინის სინთეზს იწვევს. ასევე D ვიტამინი შეგვიძლია მივიღოთ, როგორც სხვადასხვა რიგი საკვებიდან ამავდროულად დანამატების სახითაც

ჩვენსავე ორგანიზმში D ვიტამინი ღვიძლში ინახება, ხოლო D2 და D3 ვიტამინები ორგანიზმში აქტიური არაა.

ორივე ფორმა ღვიძლსა და თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმაში, რომელსაც აქტიურ D ვიტამინს ან კალციტრიოლს უწოდებენ. D ვიტამინი ძვლებს ეხმარება კალციუმის ათვისებაში, რაც ძვლების ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იგი ასევე მნიშვნელოვანია კუნთების მოძრაობისთვის, ნერვებს შორის კავშირებისთვის და ანთებასთან საბრძოლველადაც კი

„D ვიტამინის ფიზიოლოგიური ეტაპების ნებისმიერი ნაწილის დარღვევამ შეიძლება D ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს, რამაც შეიძლება კუნთების სისუსტე,ძვლების ტკივილი, დაცემა, ძვლების მასის შემცირება და მოტეხილობა გამოიწვიოს. ნიშნების და სიმპტომების ამოცნობა ექიმს სწორი დიაგნოზის დასმაში და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნაში ეხმარება. ასევე პაციენტი თუ ხანგრძლივი დროით D ვიტამინის დეფიციტს განიცდის, შრატში კალციუმის და ფოსფორის დაბალი დონეები აქვს.“ – აღნიშნულია კვლევაში.

კვლევაში მონაწილეობდა 41 წლის ქალი, რომელმაც აღნიშნა, რომ მარჯვენა მხარეს საზარდულში მოულოდნელ ტკივილს და „წკიპურტს“ გრძნობდა. შემდგომი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას D ვიტამინის დეფიციტი ჰქონდა. ძვლების ჯანმრთელობისთვის კალციუმის და D ვიტამინის მიღება მნიშვნელოვანია. ეს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისა თუ მკურნალობისთვის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია.

მოგეხსენებათ კალციუმი აუცილებელია ძვლების ჯანმრთელობისთვის, ხოლო D ვიტამინი ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში ეხმარება, ასევე ძვლებსაც იცავს

როგორც აქამდე უკვე აღვნიშნეთ ამ ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვებიდანაც, რომელიც ბუნებრივადაა D ვიტამინის წყარო. ხოლო ეს საკვები პროდუქტებია ძროხის ღვიძლი, თინუსი და ცხიმიანი თევზი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version