დაირეგულირეთ წნევა და მაღალი ქოლესტერინი მხოლოდ და მხოლოდ ამ მცენარის წვენის მიღებით! მისი სამკურნალო თვისებები საკმაოდ ფართოა. .
ქაცვი მართლაც, რომ უნიკალური მცენარეა!
დღევანდელ სტატიაში მინდა გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე.
ამ მცენარის დამსახურებით ვიმკურნალე გულზე, ასევე დამირეგულირდა წნევა და მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. თავდაპირველად მისი სამკურნალო ეფექტის გამოყენება მირჩია მეზობელმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა მაღალი წნევები და შესაბამისად გულიც.
ამისთვის კი უმარტივესი ეტაპები უნდა გაიაროთ: თავდაპირველად ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შემდგომ უკვე დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს, დამიჯერეთ უგემრიელესია! შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულობა. ქაცვი საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ და თან გამოგაცოცხლებთ.
ექიმის კომენტარი: ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია პიგმენტებით, კაროტინით, ვიტამინებით (E, B, B2, B, PP), ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, ფიტონციდებით. დადგენილია, რომ ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ. გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი. დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც — აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში.
ჯანმრთელობას გისურვებთ!