vap.ge

მცენარე რომელიც ჭრილობების შეხორცებაში და სისხლდენის შეჩერებაში დაგეხმარებათ! აქამდე გსმენიათ მის შესახებ?

მცენარე რომელიც ჭრილობების შეხორცებაში და სისხლდენის შეჩერებაში დაგეხმარებათ! აქამდე გსმენიათ მის შესახებ?

გსმენიათ მცენარე ყვავისკუდას შესახებ, რომელიც ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს?

ყვავისკუდა ბევრგან იზრდება. უწინ ეს ბალახი მხოლოდ სარეველა მეგონა. არადა თურმე ჭრილობებს ახორცებს და სისხლდენას აჩერებს. ეზოშიც დავრგე ეს ბალახი რადგან შევიტყვე, რომ კუჭის დაავადებებსაც შველის. ამ უებარი წამლით მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა.

ნაყენი ასე მზადდება: 1 ს/კ გამხმარ ყვავისკუდას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, თავდახურული შეფუთეთ ერთი საათით, შემდეგ გაწურეთ. სვით თითო ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ პროფილაქტიკურ კურსს ყოველწლიურად ვიტარებ.

ასევე ყვავისკუდა ძალიან სასარგებლოა ქალებისთვის, რომელთაც მენსტრუაციის დროს ძლიერი სისხლდენა აწუხებთ. გარდა ამისა, მცენარის ნაყენი აღადგენს ნორმალურ ციკლს. ყველას ვურჩევ, გამოიყენოთ ეს უებარი მცენარე სამკურნალოდ.

ექიმის კომენტარი: ყვავისკუდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას საქართველოს ზოგიერთ კუთხეში მელისკუდასაც უწოდებენ. მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით: ალკალოიდებით, ქაფურით, გლიკოზიდებით, ამინომჟავებით, ორგანული მჟავებით, კაროტინით, K ვიტამინით, ასკორბინის მჟავით.

მცენარეს მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური თვისება აქვს. არის სპაზმების მომხსნელი, ნაღველმდენი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანტიალერგიული, ჭრილობების შემახორცებელი, ჰიპოტენზიური, სისხლდენის შემაჩერებელი.

აქვს მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედება, გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების (გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, ჰემოროის) დროს, კუჭ-ნაწლავისა და ჰემოროიდული სისხლდენებისას. მცენარის გარეგანი გამოყენება (ჭრილობების, წყლულების სამკურნალოდ) მის ანთების საწინააღმდეგო და ქსოვილთა რეგენერაციულ თვისებებს უკავშირდება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version