vap.ge

გსმენიათ ყურძნის წვენის სამკურნალო უნარის შესახებ?! მისი მიღება სასარგებლოა, როგორც გულის ისე მთლიანი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის

გსმენიათ ყურძნის წვენის სამკურნალო უნარის შესახებ?! მისი მიღება სასარგებლოა, როგორც გულის ისე მთლიანი ორგანიზმის სიჯანსაღისთვის

თერაპია ყურძნის წვენით

ყურძენმა არა მხოლოდ გული განმიკურნა, არამედ თითქმის 15-20 წლით გავახალგაზრდავდი კიდეც. თუმცა ყურძნით მკურნალობა არ შეიძლება მათთვის, ვისაც შაქრიანი დიაბეტი, მუდმივად მაღალი წნევა და კუჭის წყლული აწუხებს. დღეში ორჯერ ვსვამდი ყურძნის წვენს გარკვეული სქემით: პირველ, მეორე და მესამე დღეს ვიღებდი 50 გრამ ახალგამოწურულ (აუცილებელია ხელით გაწურვა) წვენს ჭამამდე ერთი საათით ადრე.

მეოთხე, მეხუთე და მეექვსე დღეს — 100 გრამს ვსვამდი, მეშვიდე, მერვე და მეცხრე დღეს — 150გრამს, მეათე და მეთერთმეტე დღეს — 200 გრამს, მეთორმეტე დღეს 250 გრამს, ამის შემდეგ, ცამეტი დღის განმავლობაში ვსვამდი 250 გრამ მეტე დღეს ყურძნის წვენს. შემდგომში, 25 დღის განმავლობაში კი იმავე სქემით, მაგრამ უკუმიმართულებით ხდება წვენის მიღება.

შარშან პირველად ჩავიტარე ასეთი მკურნალობა და გაოცებული დავრჩი — გულს მას შემდეგ აღარ შევუწუხებივარ. ადრე ღვიძლიც მტკიოდა, ახლა კი აღარც ის მახსოვს. საერთოდაც კარგად ვგრძნობ თავს.

ექიმის კომენტარი: ყურძნის ნაყოფი შეიცავს შაქარს (20%-მდე და მეტსაც), უჯრედისს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას (C ვიტამინი), პექტინურ ნივთიერებებს, მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, კობალტს, ფერმენტებს, მჟავებს. თო მოქმედება. ყურძნის წვენის მიღება კარგია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ყურძნის ნაყოფს და წვენს აქვს შარდმდენი, ოფლმდენი და მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. მისი წვენი დადებითად მოქმედებს ათეროსკლეროზის, ქრონიკული ნეფრიტების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ჰემოროის, ღვიძლის დაავადებების დროს. ყურძენი და დაგრის, ჰიპერტონიული დაავადების საწყის სტადიებზე.

ყურძნის წვენით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია რაციონიდან რძის, ხილის, ალკოჰოლის და მინერალური წყლების გამორიცხვა. უკუჩვენებები აქვს შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის, კუჭის წყლულის გამწვავების, ფილტვების ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებების, გულის უკმარისობის, შეშუპებების, თირკმლის უკმარისობის, ნაწლავებში დუღილის პროცესის გაძლიერების დროს.

ჯანმრთეობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version