vap.ge

ეს რეცეპტები დიდი ეფექტურობით სარგებლობს ქრონიკული ბრონქიტებისა და ფილტვების ანთების დროს! თავადვე სცადეთ. .

ეს რეცეპტები დიდი ეფექტურობით სარგებლობს ქრონიკული ბრონქიტებისა და ფილტვების ანთების დროს! თავადვე სცადეთ. .

ჩემს მეუღლეს ექიმებმა ქრონიკული ფილტვების ანთების დიაგნოზი დაუსვეს. ანთება კი ჩაცხრა, მაგრამ ძლიერი ხველა ვერაფრით მოიცილა. სიგარეტსაც დაანება თავი, ხველის შეტევები კი ვერ მოვუხსენით. ჩემმა ნათესავმა მომცა შინაური რეცეპტი, რომელიც უებარი გამოდგა. ალოეს საშუალო ზომის ფოთოლი წვრილად დაჭერით, დააყარეთ 1 ჩ/კ მარილი, აურიეთ და წვენი მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ჩემი მეუღლე ამ ნარევს დაახლოებით ორი კვირა სვამდა.ამ წამალთან ერთად ვასმევდი შვრიისა და რძის ნახარშს: 1 ჩ/ჭ შვრიას უნდა დაასხათ 1 ლ რძე და 1 საათის განმავლობაში ხარშოთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გაწუროთ და მიიღოთ თბილ-თბილი. ზოგჯერ ამ ნახარშს ვუმატებდი კარაქსა და თაფლს. ამ ნახარშს ჩემი მეუღლე დღის განმავლობაში სვამდა. ბოლო ჭიქა ძილის წინ უნდა დალიოთ. აი, ამ უბრალო საშუალებებმა იხსნეს ჩემი მეუღლე მტანჯველი ხველისგან. გარეგნულადაც უკეთ გამოიყურება, როგორც ნათესავმა მითხრა, ეს რეცეპტები ეფექტიანი ყოფილა ქრონიკული ბრონქიტებისა და ფილტვების ანთების დროს.

ექიმის კომენტარი: ალოე რომ უნიკალური თვისებების მქონე სამკურნალო მცენარეა, ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგად იცის. მისგან მომზადებული პრეპარატები ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს, აცხრობს სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილებში მიმდინარე ანთებით პროცესებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს. მარილი ამ შემთხვევაში მცენარეში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების გამოტანასაც უწყობს ხელს და თან სასუნთქ გზებში არსებულ ლორწოსაც ათხელებს. თუმცა ვისაც ჰიპერტონია (მაღალი წნევა) აწუხებს და უმარილო დიეტაზეა, ვურჩევთ, ამ წამლის მიღებისას სიფრთხილე გამოიჩინოს — რეგულარულად აკონტროლოს არტერიული წნევა და მომატების შემთხვევაში მიიღოს წნევის დამწევი საშუალებები. შვრიის რძიანი ნახარში კარგი ამოსახველებელი, ლორწოს გამათხიერებელი, ანთების საწინააღმდეგო და დაზიანებულ ქსოვილთა აღმდგენი საშუალებაა.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version