ვფიქრობთ, ეს ყველამ უნდა იცოდეს! ფეხების შეშუპება ამ რეცეპტების საშუალებით მარტივად მოგვარებადი პრობლემა გახდება!!
დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ინფორმაცია, თუ რა იწვევს ფეხების შეშუპებას და სახლის პიროებებში, როგორ შეგვიძლია ავირიდოთ ეს ყოველივე!
კიდურებში და განსაკუთრებით ფეხებშ სითხის დაგროვების სხვადასხვა მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მათ შორის კი ეს ჩამონათვალი ყველაზე გახშირებული მიზეზთგანაია:
უპირველესია უმოძრაო ცხოვრების წესი და ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა – ამ ყველაფერთან ერთდ ცხელ ამინდი პრობლემას უფრო მეტად ამწვავებს. შედეგად კი, სითხე მთელ სხეულში გროვდება, განსაკუთრებით ხელებში, ფეხებსა და სახის მიდამოშიც კი.
ვენებში უფუნქციო სარქველები – ასაკის მატებასთან ერთად ან ჭარბი წონის პირობებში ვენებში სარქველები ცვდება, შედეგად სისხლის უკუდენა რთულდება. ეს ყოველივე კი რაღა თქმა უნდა სისხლის მიმოქცევას და უჯრედების კვებას ართულებს, შედეგად ვითარდება ვარიკოზი, შეშუპება, ფეხებში სიმძიმე და გაუსაძლისი ტკივილები.
ამ ჩამონათვალში არ გაგიკვირდეთ ფილტვების ქრონიკული დაავადება– რადგან ფილტვების ტიპიური დაავადებები, მათ შორის ქოშინი და ქრონიკული ბრონქიტი, გულისა და ფილტვებისკენ მიმავალ ვენებში წნევას ზრდიან. ეს წნევა კი გულში ბრუნდება და შეიძლება ფეხების შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს.
ლიმფედემა – ეს უკანასკნელი კიდურებში ლიმფურ სითხეს აგროვებს, რასაც ლიმფური სისტემის ცუდი მუშაობა ან ლიმფური კვანძების მოცილება იწვევს. ზოგადად ლიმფური სითხე ცილებით მდიდარია და ჩვეულებრივ, ლიმფური კაპილარების ფართო ქსელში მოძრაობს, რის შედეგადაც ორგანიზმს დამაბინძურებელი ნივთიერებებისა და ბაქტერიებისგან წმენდს. ხოლო თუ ორგანიზმში ლიმფური სითხის დინება დარღვეულია, სითხე გროვდება და ტკივილებს იწვევს.
ასევე გამომწვევ მიზეზებს შორისაა ინფექციები – ფეხების შეშუპების და ტკივილის იშვიათი მიზეზია ინფექციები. დაინფიცირების რისკი დიაბეტური ნევროპათიის მქონე ადამიანებში უფრო მაღალია.თუ დიაბეტი გაწუხებთ, მნიშვნელოვანია ფეხები ყოველდღე შეამოწმოთ, წყლულები ან გამონაყარი ხომ არ გაქვთ.
!არ დაგვავიწყდეს მედიკამენტების გვერდითი ეფექტებიც და თირკმლების ჯანმრთელობაც
ახლა კი გთავაზობთ ფეხის ტკივილის და შეშუპების სამკურნალო მეთოდებს:
- რჩევა იქნება თქვენს საკვებ რაციონში რაც შეიძლება მკაცრად შეზღუდოთ სუფრის მარილის გამოყენება, ხოლო მის ნაცვლად ზღვის და ჰიმალაის მარილი გამოიყენეთ
- ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ _ ყოველდღე მინიმუმ 30 წუთით ფეხით მაინც იარეთ და რაღა თქმა უნდა დიდხანს ჯდომას თავი აარიდეთ.
- გაიკეთეთ ნაზი მასაჟები _ ყოველ საღამოს, ძილის წინ ტერფები დაიმასაჟეთ!
- დალიეთ ბაბუაწვერას ფესვის, ცერეცოს თესლის, კამის, ასევე ბეგქონდარას და პიტნის ჩაი _ შესანიშნავ შედეგს იძლევა. ასევე რჩევა იქნება თავისუფალ დროს ფეხები ზემოთ ასწიეთ ხოლმე – რომ სისხლის და ლიმფური სითხის მოძრაობას ხელი შეუწყოთ.