vap.ge

გიზიარებთ რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც არაერთმა ადამიანმა შეძლო თავი დაეღწია შემაწუხებელი დაავადებისგან — შარდის შეუკავებლობისგან! ეს ნარევი ნამდვილ შვებას მოგცემთ. .

გიზიარებთ რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც არაერთმა ადამიანმა შეძლო თავი დაეღწია შემაწუხებელი დაავადებისგან — შარდის შეუკავებლობისგან! ეს ნარევი ნამდვილ შვებას მოგცემთ. .

ასისთავა, ფიტოთერაპიაში ძირითადად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების გამააქტიურებელი და ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი საშუალება, რაც შარდის შეუკავებლობის დროს უდავოდ მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან მუცლის შებერვა, ყაბზობა შარდის შეუკავებლობის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს.

ამდენად, აღნიშნული რეცეპტის ორივე კომპონენტი საშარდე სისტემაზე დადებითი ფარმაკოლოგიური ეფექტის მქონე სამკურნალო მცენარეა და მათი მიღება ნამდვილად გამოიღებს შედეგს შარდის შეუკავებლობის დროს, თუ იგი ფუნქციური ხასიათისაა, მაგრამ თუ ეს პათოლოგია ორგანული ბუნებისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სიმპტომი (ნიშანი) მეორადადაა გამოწვეული რაიმე სხვა დაავადებით, მაგალითად, საშვილოსნოს დაწევით ან შარდის ბუშტის პათოლოგიით, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამის ექიმ-სპეციალისტს.

ხოლო თუ ბავშვს ღამღამობით უნებლიე შარდვა აქვს, ძილის წინ ერთი თვის განმავლობაში მიეცით ერთი ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. შედეგით განცვიფრებული დარჩებით — ბავშვი მალევე გამოჯანმრთელდება.

თაფლის მოქმედების მექანიზმის განმარტება: თაფლის მრავალმხრივ სამკურნალო თვისებებზე ჩვენ არაერთგზის დაგვიწერია. მისი ანთებსაწინააღმდეგო, იმუნიტეტის მასტიმულირებელი ანტიბაქტერიული თვისებები ბევრი დაავადების დროს იძლევა მოულოდნელ დადებით შედეგებს, ასეა ამ შემთვევაშიც.

ეს პრობლემა ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით – ქალებს, ამიტომ გთხოვთ, გაავრცელოთ, რათა ადამიანებს შვება მიეცეთ. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა, აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი.

მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი: კრაზანა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე. ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს.

აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მაინერვირებელ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმელებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისაგან.

რაც შეეხება ასისთავას, იგი ფიტოთერაპიაში ძირითადად, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს გამოიყენება, როგორც საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების გამააქტიურებელი და ნაწლავთა პერისტალტიკის გამაძლიერებელი საშუალება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version