vap.ge

წლების განმავლობაში მაწუხებდა გულის ფრიალი, ხელები მიოფლიანდებოდა, ძალიან ნერვიული გავხდი. ექიმმა დამისვა ჩიყვის დიაგნოზი ამის შემდგომ აი, ეს გახდა ჩემი წამალი. .

წლების განმავლობაში მაწუხებდა გულის ფრიალი, ხელები მიოფლიანდებოდა, ძალიან ნერვიული გავხდი. ექიმმა დამისვა ჩიყვის დიაგნოზი ამის შემდგომ აი, ეს გახდა ჩემი წამალი. .

წლების განმავლობაში მაწუხებდა გულის ფრიალი, ხელები მიოფლიანდებოდა, ძალიან ნერვიული გავხდი. ექიმმა დამისვა ჩიყვის დიაგნოზი და დამინიშნა წამლები. მაგრამ მე ქიმიურ საშუალებებს ვერიდები და დავიწყე ჩიყვის სამკურნალო ხალხური რეცეპტების მოძიება.

ერთმა ნაცნობმა ასეთი რამ მასწავლა: კაკლის მწვანე ნაყოფი უნდა დაკრიფო იმ პერიოდში, როცა მისი ზომა ლობიოს მარცვლის ზომას უტოლდება ან ოდნავ მეტია მასზე. ეს ნაყოფი უნდა ჩაყარო ქილაში და შეინახო ბნელ და გრილ ადგილას (თავზე არ დაახურო). ყოველდღიურად უნდა გადაყლაპო თითო ცალი, როგორც აბებს ყლაპავ. მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შეგიძლია ასეთი ნაყოფის გამოშრობაც ჩრდილში, რათა მკურნალობის კურსი გაიმეოროო. აი, ეს გახდა ჩემი წამალი.

ორი კურსის შემდეგ უკეთ გავხდი და აღარაფერი მაწუხებს!

ექიმის კომენტარი: კაკლის ნაყოფი მდიდარია იოდით და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, რომლებიც აწესრიგებს იოდის ცვლას ორგანიზმში. სწორედ ამის შედეგია ის, რომ კაკალი მართლაც დადებითად მოქმედებს ჩიყვის დროს.

ასევე გვვინდა გაგიზიაროთ მეორე რეცეპტიც, რომელიც ასევე მკითხველმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითგაგვიზიარა: დიდი ხნის წინათ დამისვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. ვიცი, რომ ამის მიზეზი ორგანიზმში იოდის ნაკლებობაა. წლების განმავლობაში ვცდილობდი, მიმეგნო ისეთი მცენარეული საშუალების თვის, რომელიც მდგომარეობას გამიუმჯობესებდა.

ვიპოვე კიდეც ასეთი საშუალება შტოშის ნაყენი: 4 ს/კ შტოშის ნაყოფს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 2 საათის განმავლობაში თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. შემდეგ დაისვენეთ 1 თვე და კურსი ისევ გაიმეორეთ. ამ მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ ხოლმე, აღარ ვარ მოდუნებული, წონაც თანდათან მიმცირდება, თუმცა რაციონს არ ვცვლი, მიწესრიგდება ნივთიერებათა ცვლა. ჩემი ორგანიზმი იოდს უკეთ ითვისებს, ამის მისახვედრად კი იოდის ტესტს ვიტარებ ხოლმე: კანზე ვიკეთებ იოდის ბადეს. თუ ბადე ძალიან მალე გაქრა (სამ საათზე უფრო ნაკლებ დროში), ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს იოდი ნამდვილად აკლია.

თუ ბადის გაქრობას სამი-ოთხი საათი დასჭირდა — ეს კარგი შედეგია. ამ ტესტს მკურნალობის დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ვიტარებ და ცვლილებას ნამდვილად ვგრძნობ. მკურნალობის შემდეგ მიწესრიგდება წნევაც. ნაყენის მიღება ყველას შეუძლია, თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემი დიაგნოზია ჰიპოთირეოზი და არა ჰიპერთირეოზი (ჯირკვლის ფუნქციის მომატება). როგორ მოქმედებს ნაყენი ჰიპერთირეოზის დროს, არ ვიცი.

Facebook კომენტარები
Exit mobile version