vap.ge

მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავას ნაყენი ან ნახარში.

მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავას ნაყენი ან ნახარში!

მადის მოსაგვრელად, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ შეიძლება გამოვიყენოთ ასისთავას ნაყენი ან ნახარში:

ნაყენი: 1 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ, ნახევარი საათი გააჩერეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხოლო ნახარში შემდეგნაირია : 2 ს/კ ბალახს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე, 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე წყლის აბაზანაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალმჟავიანობას, დიზენტერიას, დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.

ექიმის კომენტარი: ასისთავას სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან ხმარობენ. იგი ერთი ან ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 15-35 სმ, წვრილი ფესვით. ფესვთანური ფოთლები ქმნიან როზეტს. ღერო წვრილია, ოთხწახნაგოვანი, შეფოთლილი, დატოტვილი, რომელიც თავდება ფარისებრი თანაყვავილედით.

ყვავილები პატარაა, მუქი, ღეროს ფოთლები მოპირისპირეა, ნახევრად ღერომხვევი, წაგრძელებულკვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, სიგრძით დაახლოებით 3 სმ, სიგანით 1-1,5 სმ, 3-5 ძარღვით. ყველა ფოთოლი კიდემთლიანია. ყვავილები ქმნიან ფარისებრ ყვავილედს. ჯამი ხუთკბილიანია, მოყვითალო-თეთრი, თითქმის ორჯერ მოკლეა გვირგვინზე. ყვავილი ლურსმნისებრია, მუქი ვარდისფერი, ყვავილობის წინ და ყვავილობის მერე ზამბარისებურად ეხვევა.

ნასკვი ზედაა, ნაყოფი მოგრძო კოლოფია, წვრილი თესლით. ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ხარობს მდელოებზე, ტყის პირებში. ასისთავას კახეთში დედამიწის ნაღველას და ხოროსანს ეძახიან, ფშავში — ხორო- შანს, გურიაში — ხინახინას, აჭარაში — ხინას, სამეგრელოში — ჭამს.

ნედლეულად იყენებენ მცენარის მიწისზედა ნაწილს. მას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც როზეტის ფოთლებს ჯერ არ დაუწყიათ გაყვითლება და გახმობა. მცენარეს ჭრიან დანით ან ნამგლით. უფრო ხშირად კი მიწიდან აძრობენ ფესვებიანად, კრავენ პატარა კონებად, ფესვებს აჭრიან (ზოგჯერ როზეტთან ერთად) და კიდებენ თოკზე გასაშრობად ან თხელ ფენად აწყობენ.

ასისთავას ყველა ნაწილი მდიდარია გლიკოზიდებითა და ალკალოიდური ნივთიერებებით(0,6-1%), რომელთა შორის ყველაზე მეტია ფსევდოალკალოიდიგენციანინი.მიწისზედა ნაწილი შეიცავს აგრეთვე ფლავონურგლიკოზიდცენტაურეინს, C ვიტამინს. ბეტა ამირინს, აცეტატს. ასისთავას ნაყენი მადის მოსამატებელი და პერისტალტიკის გამაძლიერებელია. ასისთავას ნახარშს იყენებენ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის სადინარების დაავადებების, გაციებისა და ციების დროს. დიდი დოზებით ასისთავას პრეპარატების მიღება იწვევს საჭმლის მონელების პროცესის დარღვევას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version