ხახვის სიროფი ხველის, ბრონქიტის და გრიპის საწინააღმდეგოდ! გვერდით მჯდომმა ხანში შესულმა მამაკაცმა ასეთი რამ მასწავლა. .
შესაძლოა ამ რეცეპტს ბევრი იცნობს, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, მომეწერა მის შესახებ. წლების განმავლობაში მტანჯავდა ბრონქიტი, მიჭირდა სუნთქვა, ხშირად მქონდა ქოშინი. ექიმებმა ასთმური ბრონქიტის დიაგნოზი დამისვეს და მითხრეს, ეს ქრონიკული დაავადებაა და სრული განკურნება შეუძლებელიაო.
ერთხელ, სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, ხველა დამეწყო და გვერდით მჯდომმა ხანში შესულმა მამაკაცმა ასეთი რამ მასწავლა:
1კგ თეთრი ხახვი წვრილად დაჭერი, 1კგ შაქარი დაამატე და მზეზე დადგი ორი კვირა. გაწურე და მიიღე თითო სუფრის კოვზი უზმოზეო. დავუჯერე და ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გამიუმჯობესდა. მომეხსნა ქოშინი, აღარ მემართება შეტევები, ისე ხშირად აღარ ვცივდები და თუ მაინც რაიმე მიზეზით ხველა მეწყება, მაშინვე ხახვის წვენს ვსვამ და თავს უკეთ ვგრძნობ. ნაყენს წარმატებით ვიყენებ ბავშვებისთვისაც მათი გაციების დროს.
მადლობელი ვიქნები თუ თქვენც ბევრს გაუზიარებთ, ნამდვილად ვიცი რასნიშნავს გასაჭირში ასეთ ხელმისაწვდომ რეცეპტს, რომ გიზიარებენ. დავეხმაროთ სხვებსაც!
ექიმის კომენტარი: ხახვი ფიტოთერაპიაში ფართოდ გამოიყენება. მას მართლაც აქვს ძლიერი ბაქტერიების გამანადგურებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. განსაკუთრებით გამოირჩევა თეთრი ხახვი. მისი წვენი ეფექტიანია ბრონქიტების, ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, მწვავე ანთებების დროს.
მოწოდებული რეცეპტი სავსებით რეალურია და მის გამოყენებას ვურჩევთ ქრონიკული ხველით შეწუხებულებს.
ჯანმრთელობას გისურვებთ!