vap.ge

ასეთი ნარევი ძალიან სწრაფად ათავისუფლებს ბრონქებს და ფილტვებს ნახველისგან! 

ასეთი ნარევი ძალიან სწრაფად ათავისუფლებს ბრონქებს და ფილტვებს ნახველისგან! 

ადრე ხშირად ვცივდებოდი და შემაწუხებელი ხველა მეწყებოდა. ბევრი ცდისა და შეცდომებზე სწავლის მეთოდით თავად შევადგინე ისეთი ბალახეული ჩაის რეცეპტი, რომელიც დალევისთანავე შველის გაციებას, თავის ტკივილს, ხველას:

1 ს/კ გამომშრალ ჟოლოს, 2-2ს/კ ჟოლოს, თავშავას ფოთლებისა და ვირისტერფას 1 ს/კ ნარევს დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე 10 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და სვით ცხელ-ცხელი, როგორც ჩაი, ნახევარი ჩ/ჭ3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

თუ ხველა გაგიხანგრძლივდათ, ამ ნარევს დაუმატეთ დანამცეცებული 4ს/კ კულმუხოს ფესვი და 2 ს/კ მრავალძარღვა. ასეთი ნარევი ძალიან სწრაფად ათავისუფლებს ბრონქებს და ფილტვებს ნახველისაგან, თანაც ეს მცენარეები ინფექციის გამომწვევებსაც ებრძვის და ჯანმრთელობასაც აღგიდგენთ. შეგიძლიათ ჩაი თაფლითაც დაატკბოთ.

ნაყენი 3-4 დღე მაინც უნდა სვათ, უმჯობესია, 1 კვირის განმავლობაში თუ მიიღებთ.

კიდევ ერთი რჩევა: როცა გაციებული ხართ, უმჯობესია მსუბუქად იკვებოთ, არ მიიღოთ ხორცეული. სვით ბევრი სითხე. ზოგი შიმშილობს კიდეც და ეს სულაც არ არის ცუდი. პირიქით, ხელს უწყობს გამოჯანმრთელებას.

ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი კომპონენტები მართლაც ოპტიმალურად არის შერჩეული. ჟოლო ცნობილია, როგორც ოფლმდენი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი. იგი მდიდარია C, A და B ვიტამინებით, ორგანული მჟავებით.

თავშავას ნაყენი გამოიყენება გაციების, ბრონქიტის, ყივანახველის, ფილტვის ტუბერკულოზის, გასტრიტების, ატონიის, მტკივნეული მენსტრუაციის, რაქიტის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების დროს. ვირისტერფა საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარეა. სამკურნალოდ იყენებენ მცენარის ყვავილებს და ფოთლებს. ყვავილებს ჭრიან ძირში ყვავილობის პერიოდში და სწრაფად აშრობენ.

ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის პირველ ნახევარში. მცენარე მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით. ხალხურ მედიცინაში ვირისტერფა გამოიყენება ამოსახველებლად. ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების დროს.

ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს გაციების დროს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოებიდან. ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით. კულმუხოს პრეპარატებს იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას სასუნთქი გზების ქრონიკული ტრაქეიტებისა და ბრონქიტების დროს. მრავალძარღვასაც აქვს ამოსახველებელი ეფექტი ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის დროს. მას იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების შემთხვევაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version