vap.ge

რუკოლის სარგებელი! გსმენიათ ამ შესანიშნავი მწვანილის სარგებელის შესახებ? გაიგეთ ვინ უნდა მიირთვას 1 კონა მწვანილი ყოველდღე

რუკოლის სარგებელი! გსმენიათ ამ შესანიშნავი მწვანილის სარგებელის შესახებ? გაიგეთ ვინ უნდა მიირთვას 1 კონა მწვანილი ყოველდღე

ხალხური მედიცინის მიმდევრება განსაკუტრებით იციან და აფასებენ ბუნებისგან ბოძებულ მცენარეებს, რომელთა უმეტესობა ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებითაა სავსე. მათ შორის ბევრი ჩევნეთვის კარგად ნაცნობი მცენარეცაა, რომელთა შესახებაც არა ერთი სტატია დაწერილა, თუმცა დღეს მათ შორის შედარებით ნაკლებად ცნობილ მცენარეზე _ რუკოლი -ზე გვინდა გესაუბროთ!

რამდენ თქვენგანს სმენია ამ მცენარის სახელწოდება და იცით თუ არა მისი სარგებელი? იგი ჩვენი კერძების შემადგენლობაშიც არა ერთხელ ყოფილა და მათ გასაფორმებლადაც ხშირად გამოიყენება. თუმცა რუკოლის სარგებელი ჯანმრთელობაზე მეტად დიდია, ვიდრე მისი გამოყენება ჩვეულებრივ ინჰგრედიენტად

იგი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, იმუნომოდულატორი, შესანიშნავი ენერგიის წყაროა და ანტიბაქტერიულ თვისებებსაც ფლობს.

რუკოლის სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი:

საჭმლის მომნელებელი სისტემა – რუკოლა ბევრ უჯრედისს და საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. ამის წყალობით ის საჭმლის მონელებაზე დადებითად მოქმედებს. ფოთოლი  ნაწლავების მოძრაობას აძლიერებს, საჭმლის მონელებას აჩქარებს და კუჭის წვენის წარმოებას ზრდის. თუ კუჭის წყლული გაწუხებთ, რუკოლს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

სისხლძარღვები – ალბათ, გსმენიათ ცუდი და კარგი ქოლესტერინის შესახებ? პირველი უნდა მოიშოროთ, ხოლო მეორე ორგანიზმისთვის სასარგებლოა. რუკოლა ცუდი და კარგი ქოლესტერინის თანაფარდობას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ცვლის. გარდა ამისა, მცენარე სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს.

კანი – ხალხური მედიცინა ამტკიცებს, რომ რუკოლის წვენი პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლაში და კოჟრების მოშორებაში ეფექტურად დაგეხმარებათ. რუკოლის თესლის ნახარში ჰემატომას გასაწოვად და ჭრილობების სწრაფად შესახორცებლად მოამზადეთ.

შარდმდენი ეფექტი – მცენარეს სუსტი შარდმდენი ეფექტი აქვს. ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის.  ხოლო ორგანიზმში წყალი–მარილის ბალანსს აწესრიგებს.

ანტისეპტიკური თვისებები – იგი ბევრ ეთერზეთს და ფიტონციდს შეიცავს. ეს ელემენტები ვირუსებს და ბაქტერიებს აქტიურად ებრძვის. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით მცენარე ონკოლოგიური დაავადებების პრევენციაში და სიბერესთან ბრძოლაშიც დაგეხმარებათ.

ხოლო რაც შეეხება კულინარიაში, რუკოლის გამოყენება შეუზღუდავია. ნებისმიერ ბოსტნეულის სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ. წასახემსებელს საინტერესო გემოს შემატებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version