vap.ge

იცოდით თუ რატომ უნდა დაამატოთ ბულიონს ძმარი?! ამ ინგრედიენტის დამატება არ დაგავიწყდეთ

იცოდით თუ რატომ უნდა დაამატოთ ბულიონს ძმარი?! ამ ინგრედიენტის დამატება არ დაგავიწყდეთ

ბულიონის სარგებლიანობის შესახებ ალბათ აქამდეც არაერთხელ წაგიკითხავთ და გსმენიათ კიდეც. ისიც გეცოდინებათ, რომ პაციენტებს სურდოს დროს ქათმის ბულიონის დამატებას ურჩევენ რაციონში. საქმე მხოლოდ იმაში როდია, რომ ბულიონი ბრონქებში წარმოქმნილი ნახველის გათხელებას ხელს უწყობს. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ძვლიანი ბულიონი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას, რომელიც პაციენტს სწრაფად გამოჯანმრთელებაში ეხმარება. ასეთი კერძი შესაფერისია, თუ მოულოდნელად გაცივდით.

თუმცა დამტებით გვინდა გამცნოთ, რომ ბულიონში ძმრის დამატებით ორგანიზმს კიდევ უფრო დაეხმარებით. მცოდნე დიასახლისები ძვლის ბულიონში ამ ინგრედიენტს ყოველთვის იყენებენ. მათ იციან, რომ ვაშლის ძმარი კერძს მაქსიმალურად სასარგებლოს ხდის, თქვეც შეიტყვეთ მეტი მის  შესახებ. .

რატომ უნდა დავამატოთ ძმარი ბულიონში?: სპეციალისტების განმარტება

ნუტრიციოლოგები ამტკიცებენ, რომ ვაშლის ძმარი ძვლიდან მკვებავი ნივთიერებების გამოღებას უწყობს ხელს. ამ ინგრედიენტის დამატებით კი მზა ბულიონი მაგნიუმით  და კალციუმით 15-ჯერ უფრო გაჯერებული იქნება. ესაა ის გასაოცარი შედეგია, რომელსაც მთელ ქვაბ წვნიანში 30 მლ ძმრის დამატებით შეგიძლიათ მიაღწიოთ.

სწორედ ამიტომაც ექიმები ყოველთვის გირჩევენ, რომ ძმრიანი ბულიონი რეგულარულად მიირთვათ. ასეთი წვნიანი თმის, კანის და სახსრების მდგომარეობას აუმჯობესებს. სპეციალისტების თქმით, ბულიონის მომზადების პროცესში არა მხოლოდ ვაშლის ძმრის დამატება, არამედ კიდევ ერთი დეტალი უნდა გვახსოვდეს. ხარშვის დრო მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუ მაქსიმალურად სასარგებლო ნივთიერების მიღება გსურთ. გემრიელი ბულიონის მისაღებად ადუღების შემდეგ ცეცხლზე გააჩერეთ:

ძვლიანი ბულიონის რეცეპტი

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების და შემდგომშ მიღების წესი:

თავდაპირველად ქათმის ძვლები ქვაბში მოათავსეთ. ხოლო შემდგომ ხახვი და სტაფილო გათალეთ. ბოსტნეული და როზმარინი ძვლებს დაუმატეთ და რაღა თქმა უნდა წყალი ქვაბში ჩაასხით.

მარილი და დაფქული შავი წიწაკაც დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, ამის შემდგომ უკვე 30 მლ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და სუსტ ცეცხლზე 3-4 საათით ხარშეთ.

სურვილის შემთხვევაში, მზა ბულიონი გადაწურეთ და დალიეთ ისე, ლაფშის ან სხვა პროდუქტის დამატების გარეშე. ასეთი მკვებავი კერძი დამატებითი ინგრედიენტების გარეშეც კარგად დაგანაყრებთ.

! ბულიონი რამდენიმე საათით ხარშეთ, ვაშლის ძმრის დამატება არ დაგავიწყდეთ და ორგანიზმი უდაოდ მადლიერი დაგრჩებათ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version