70-ს უკვე გადავცილდი, მაგრამ სულაც არ ვაპირებ დავმორჩილდე ბედს! წამლები არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ვაფასებ ხალხურ რეცეპტებს და სწორედ დედაჩემის ჩანაწერებში ვიპოვე ათეროსკლეროზის სამკურნალო რეცეპტი:
მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ, რომელიც ხალხური რეცეპტის გამოყენებით საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა"
"ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობდი, ხან თავი მტკიოდა, ხან წნევა მიწევდა. ექიმმა მითხრა, ეს ათეროსკლეროზის ბრალია და დაავადება ასაკის მატებასთან ერთად უფრო ღრმავდება, მის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალება კი არ არსებობსო. 70-ს უკვე გადავცილდი, მაგრამ სულაც არ ვაპირებ დავმორჩილდე ბედს.
წამლები არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ვაფასებ ხალხურ რეცეპტებს. დედაჩემი მთელი ცხოვრება აგროვებდა მათ, იწერდა, სადაც რას მოისმენდა და ათასგვარ წამალს ამზადებდა.
სწორედ დედაჩემის ჩანაწერებში ვიპოვე ათეროსკლეროზის სამკურნალო რეცეპტი:
1 ლ წითელი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გ გახეხილი პირშუშხა, 2 ცალი კანიანად დაჭრილი ფორთოხალი. ეს ნარევი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 20 წუთი, შევაგრილოთ და შევდგათ მაცივარში. ვსვათ 2-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
- მეც რაღა თქმა უნდა მალევე დავიწყე მკურნალობა. ორ კვირაში ვიგრძენი უკეთესობა — თითქმის ყველა პრობლემა მომეხსნა. წამალი მთლიანად უნდა დალიოთ (არაფერი დატოვოთ). მკურნალობა 6 თვეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მის მიღებას ყველა ხანში შესულ ადამიანს ვურჩევ.
მინდა თქვენც ისევე გარგოთ მან, როგორც ეს ჩემს შემთვევაში აღმოჩნდა! თან არანაირი ზედმეტი თანხის და დროის დახარჯვა არ მოგიწევთ, სრულიად ბუნებრივი საშუალების გამოყენებით წარმატებული ეფექტი გარანტიერებულია.
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელი ეფექტით ხასიათდება. წითელი ღვინო ანტიოქსიდანტია და კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, პირშუშხა — სისხლძარღვთა კედლის მდგომარეობაზე და აფერხებს ენდოთელიუმის ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.