სახსრების ქრონიკული დაავადებებისა და რევმატიზმის მკურნალობის ჩემეული მეთოდი ასეთია! სახსრების ანთება და ტკივილი თანდათანობით იკლებს. .
დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში მტანჯავდა. ამ დროსი განმავლობაშ კი სულ ვცდილობდი ჩემითვე მიმეგნო ისეთი ხალხური მეთოდისთვის, რომელიც ზიანსაც არ მომიტანდა და ერთხელ და სამუდამოდ დამიხსნიდა რევმატიზმის აუტანელი ტკივილებისგან!
ბევრი წვალებიც შედმდგომ:
სახსრების ქრონიკული დაავადებებისა და რევმატიზმის მკურნალობის ჩემეული მეთოდი ასეთია: სუფთა და ნორჩი ახალდაკრეფილი უყუნწო არყის ხის ფოთლები სქელ ფენად დააწყვეთ ბამბის ქსოვილზე. შემდეგ ყოველდღე, ძილის წინ ამ ნაჭრით შეიხვიეთ მტკივანი სახსრები. ნახვევი მანამდე უნდა გაიჩეროთ, ვიდრე ფოთლები არ დარბილდება და არ დაინამება.
დილით ვიხსნი კომპრესს და საღამოს ისევ ახალი ფოთლებით ვიკეთებ. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. შემდეგ, დროებით მკურნალობა უნდა შეწყდეს. ზაფხულის განმავლობაში ვცდილობ, რამდენიმე კურსის ჩატარება მოვასწრო. მკითხველს, ალბათ, მკურნალობის შედეგიც აინტერესებს.
მთავარია არ დაიზაროთ და აუცილებლად სცადოთ!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
ექიმის კომენტარი: არყის ხის მერქანში, ფოთლებში, კვირტებსა და ფესვებში შემავალი მრავალრიცხოვანი ბიოაქტიური ნივთიერება ამ მცენარის მრავალმხრივ ფარმაკოლოგიურ ეფექტს განაპირობებს. მათგან აღსანიშნავია ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, იმუნიტეტის მასტიმულირებელი, ქსოვილთა აღმდგენი და სხვა. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, გარდა ამ სამკურნალო თვისებებისა, მნიშვნელობა აქვს კომპრესის ეფექტს, რასაც ნახვევი უზრუნველყოფს.