vap.ge

მაწუხებდა ნევროზი უარი ვთქვი მედიკამენტების მიღებაზე და თავად მოვიძიე ხალხური რეცეპტი, რომელიც ასეთ დროს გამომადგებოდა! დავამზადე წამალი და ვსვი 3 კვირის განმავლობაში..  აი შედეგიც

მაწუხებდა ნევროზი უარი ვთქვი მედიკამენტების მიღებაზე და თავად მოვიძიე ხალხური რეცეპტი, რომელიც ასეთ დროს გამომადგებოდა! დავამზადე წამალი და ვსვი 3 კვირის განმავლობაში..  აი შედეგიც

მაწუხებდა ნევროზი. ადვილად ვღიზიანდებოდი ყველა წვრილმანზე. ხშირად მქონდა უძილობა. ახლა ამ ყველაფერს კლიმაქსის პერიოდიც დაერთო და მდგომარეობა კიდევ უფრო გამირთულდა. დამეწყო წნევის ცვალებადობა. გავნერვიულდებოდი თუ არა, ლამის ყველა ორგანოს ფუნქცია მერღვეოდა. გულის არეში ტკივილი მეწყებოდა, ნაღვლის ბუშტი მიღიზიანდებოდა, მუცელიც მტკიოდა, მაწუხებდა გაზები, საჭმლის მონელება მერღვეოდა, თავიც მტკიოდა

გამოვიკვლიე და მითხრეს, ყველაფერი ნერვების ბრალიაო. ექიმმა დამინიშნა ძლიერი დამამშვიდებელი წამლები, მაგრამ მე უარი ვთქვი მიღებაზე და თავად მოვიძიე ხალხური რეცეპტი, რომელიც ასეთ დროს გამომადგებოდა. რეცეპტი ერთმა ნაცნობმა მასწავლა — მას საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი. დავამზადე წამალი და ვსვი 3 კვირის განმავლობაში. ყველაფერი ერთბაშად მომიწესრიგდა, დამიმშვიდა ნერვებიც. ვიცი, რომ ნევროზი დღეს ბევრს აწუხებს, ამიტომ მინდა მათ ვურჩიო, სცადონ ეს რეცეპტი: აიღეთ თანაბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი. ნარევით ნახევრამდე ...

შეავსეთ 200-გრამიანი ბოთლი, შემდეგ კი ბოთლი სპირტით გაავსეთ. მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას 5 დღე, რის შემდეგაც წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე. წვეთები უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში (როგორც ვალერიანის წვეთებს სვამთ ხოლმე). ვისურვებდი, რომ ყველას წამლად ექცეს ჩემ მიერ მოწოდებული სამკურნალო ნაყენი.

ექიმის კომენტარი:რეცეპტში შემავალი კომპონენტები მართლაც დადებით შედეგს იძლევა ნევროზული მდგომარეობის დროს. პიტნა სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, დამამშვიდებელი თვისებებით ხასიათდება. გველის სურო (შეიცავს ალკალოიდების ჯგუფს, რომელიც შემადგენლობით ახლოს დგას რაუვოლფიასთან) აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს ტაქიკარდიას. ფითრი ეფექტიანია ემოციური აღგზნებადობის დროს, ისტერიული მდგომარეობისას, თავბრუსხვევის დროს. არის ჰიპოტენზიური, ანტითეროგენული. განსაკუთრებით ეფექტიანია კლიმაქსური ჰიპერტენზიის დროს, აუმჯობესებს ძილს. ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი შეიძლება გამოვიყენოთ ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონიის, კლიმაქტერიული ნევროზის, ნერვული სისტემის დისფუნქციის დროს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version