vap.ge

მყავს 88 წლის დედა, რომელსაც დაეწყო შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ხალხური მედიცინის დახმარებით აღმოჩაჩინე, რომ თურმე შარდის შეკავების წამალი ხორბალი ყოფილა! 

მყავს 88 წლის დედა, რომელსაც დაეწყო შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ხალხური მედიცინის დახმარებით აღმოვაჩინე, რომ თურმე შარდის შეკავების წამალი ხორბალი ყოფილა! 

მყავს 88 წლის დედა, რომელსაც დაეწყო შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები, ბოლო დროს შარდი თითქმის არ გამოიყოფოდა. სოფელში ცხოვრობს, სიარულიც უჭირს და ექიმებთან არ მომყვება, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე ვუმკურნალე რაღა თქმა უნდა, ხალხურ მედიცინას მივმართე.

თურმე შარდის შეკავების წამალი ხორბალი ყოფილა: ... ნახევარ ჭიქა ხორბალს უნდა დაასხათ 1 ლ წყალი და ხარშოთ 5-7 წუთი. შემდეგ ნახარში შეაგრილეთ და სვით დოზირების გარეშე. პირველ ხანებში უფრო ხშირ-ხშირად (10 წუთში ერთხელ) უნდა მიიღოთ, მერე კი, როცა პრობლემა მოგვარდება იმდენი სვით, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთ.

სიმართლე გითხრათ, არც ნაყენის მომზადებისას ვიცავ მაინცდამაინც რეცეპტში მოცემულ დოზებს: თვალზომით ვიღებ ხორბალსაც და წყალსაც. შედეგი კი არაჩვეულებრივია, თანაც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბუნებრივი საშუალება დედაჩემის ორგანიზმს არაფერს დაუშავებს. ამასთან ერთად, ხშირად უნდა ჭამოთ ხორბლის ფაფები (კორკოტი, წანდილი).

ექიმის კომენტარი: ხორბალი საქართველოსთვის უძველესი მცენარეული კულტურაა. ხორბლის ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა იფქილი. ძველ ქართულ სამედიცინო წერილობით წყაროებშიც ხორბლის აღმნიშვნელად ხშირად იფქილი იხმარებოდა.

ხორბალი ფართოდ გამოიყენებოდა როგორც სამეურნეო, ისე სამკურნალო დანიშნულებითაც. სამკურნალოდ იყენებდნენ უმთავრესად მის სახამებელს, რომელიც შედიოდა სხვა- დასხვა წამლის შემადგენლობაში, უმთავრესად იხმარებოდა ხველისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. ხორბლის ფქვილს იყენებდნენ გარედან დასადები წამლების დასამზადებლად.

ძველ ქართულ კარაბადინში ვკითხულობთ: „პირველად ხვარბალი ვახსენოთ, რომელ უმაღლეს არის და მეფეთა ყოვლისა თესლისა. ნიშასტაგი (სახამებელი) ხვარბლისა, კარგი იქნების ძუძუს ტკივილისათვის, ხველისა და ფირტვისათვის“.

ხორბლის სამკურნალო თვისებების შესახებ სხვა წყაროში ვკითხულობთ: „კაის ხვარბლისა შეჭამანდი კაცთა თუალთა სინათლესა მოუმატებს, პირსა და ელფერსა წყალჯავარსა მისცემს. თუ უზმომან კაცმან ხუარბალი დაღეჭოს და მსივანსა ალაგზედა დაიდვას, მაშინევე სიმსივნე დაჰფანტოს და გააქარვოს“.

ხორბლის ქიმიური შემადგენლობიდან სამედიცინო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია: B ჯგუფის ვიტამინები, ცილები, უჯრედისი, სახამებელი. ხალხურ მედიცინაში ცნობილია, რომ ხორბლის ნახარშს ზოგადად აქვს სხვადასხვა ორგანოთა სეკრეტორულ-ექსკრეტორული ფუნქციების გამააქტიურებელი მოქმედება; მას იყენებენ

მეძუძურ დედებში სარძევე ჯირკვლის ფუნქციის გასაძლიერებლად. ასევე აძლიერებს ხორბლის ნახარში თირკმლის გამოყოფის ფუნქციას. მაგრამ საგულისხმოა, რომ შარდის შეკავება მამაკაცებში უხშირესად უკავშირდება წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) პათოლოგიებს. თუ ამ დროს გავაძლიერებთ თირკმლის ფუნქციას, შესაძლოა, ავადმყოფის საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. ამდენად, ხორბლის ნახარშის გამოყენებას გირჩევთ მხოლოდ თირკმლისმიერი ოლიგურიის (შარდის ნაკლებობის) შემთხვევაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version