წარმოდგენა არმქონდა ამის შესახებ! საზამთროს ქერქი კოლიტის სამკურნალოდ უებარი საშუალება ყოფილა, ყველამ უნდა იცოდეთ ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, გაავრცელეთ. .
საზამთრო ძალიან მიყვარს. ზაფხულის დადგომისთანავე მთელი სეზონის განმავლობაში გეახლებით. მისი ქერქისგან მურაბას ვხარშავ, ნაწილს კი ვაშრობ და ზამთრისთვის ვინახავ, საზამთროს დიეტის შემდეგ თავს ყოველთვის მსუბუქად ვგრძნობ.
საზამთროს ქერქი კი კოლიტის სამკურნალო უებარი საშუალებაა. ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საზამთროს მწვანე ქერქი თეთრ რბილობთან ერთად!
დაქუცმაცებულ 100გ ქერქს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 1 საათის განმავლობაში თავდახურული. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა 5-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 3-4 კვირაა. თუ ქერქს გამოაშრობთ, მისი გამოყენება ზამთარშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამხმარი ქერქი ჯერ კარგად უნდა დაანამცეცოთ ან ყავის საფქვავით დაფქვათ.
ექიმის კომენტარი: საზამთრო მდიდარია ადვილად ასათვისებელი შაქრებით, მჟავით, კაროტინით, პექტინური ნივთიერებებით, უჯრედისით. საზამთროს ნაყოფი გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებითა და თირკმლის პათოლოგიით გამოწვეული შეშუპების დროს.
შარდმდენი ეფექტი აქვს საზამთროს ქერქის ნახარშსაც. საზამთროს წვენი მხოლოდ ჭარბი სითხისაგან კი არ ათავისუფლებს ორგანიზმს, არამედ ადვილად ასათვისებელი შაქრებითაც უზრუნველყოფს მას. საზამთროში დიდი რაოდენობით არსებული უჯრედისი აძლიერებს ნაწლავთა პერისტალტიკას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს ქოლესტერინის გამოტანას ორგანიზმიდან. სამკურნალო კვებაში საზამთროს იყენებენ ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების და საშარდე გზების დაავადებების დროს. რეკომენდებულია საზამთრო შაქრიანი დიაბეტით და ანემიით დაავადებულებისთვისაც.
ჯანმრთელობას გისურვებთ!