გთავაზობთ ბებიის რეცეპტებიდან რჩეულ ხალხურ მეთოდებს ტვინის სისხლძარღვების დასახმარებლად!
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ხერხემლის კისრის ნაწილში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, გადატანილი ტრავმის, ოსტეოქონდროზის ან კისრის ნაწილზე მოქმედი სხვა დაავადების დროს ძალიან სასარგებლოა. ამ დარღვევების გამო ტვინი დიდ წნეხს განიცდის, კერძოდ კი არასაკმარის კვებას იღებს საჭირო საკვები ნივთიერებების. რაღა თქმა უნდა ამ მდგომარეობას დროთა განმავლობაში ორგანიზმი ეგუება, თუმცა მისი მუშაობის გასაუმჯობესებლად კისრის ნაწილში სისხლძარღვების მოწესრიგება ხელს არ შეგიშლით.
სწორედ დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ხალხურ რეცეპტებს, რომლებიც დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში და ორგანიზმის მთავარი მაცოცხლებელი ორგანოს -ტვინის გამართულ ფუნქციონირებაში!
ამისთვის კი შეგიძლიათ გამოიყენოთ თითო ჭიქა თაფლი დახახვის წვენი, რომელსაც ერთმანეთში კარგად აურიევთ. უნდა მიიღოთ 2 ჩ/კ ნარევი დღეში 3–ჯერ, ჭამის წინ. კურსი – 3 თვე. ნარევი არა მხოლოდ ტვინს ეხმარება, არამედ დამატებით მთელ ორგანიზმს აძლიერებს.
ასევე ეფექტურად გამოგადგებათ, თუ 10 გრ ოროვანდის ფესვს თერმოსში მოათავსებთ. საღამოს მდუღარე წყალი დაასხით და დილამდე დააყენეთ. ყოველ დილით ჭამის წინ გადაწურეთ და 5-6 ს/კ ნაყენი დალიეთ. კურსის ხანგრძლივობა – 1,5-2 თვე. შემდეგ ორი კვირა შეისვენეთ და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ასეთი მკურნალობა სასარგებლოა პროფილაქტიკისთვის, თუ სამუშაოს დროს დიდხანს ჯდომა გიწევთ და საერთოდ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, მაგრამ ზემოთ ნახსენები ტრავმა ან ოსტეოქონდროზი არ გაწუხებთ.
და ბოლოს ჩვენი რჩევა იქნება რაც შეიძლება მეტი ბროწეულის წვენი მიიღოთ, რადგან მასშ არსებული ვიტამინების კომპლექტი შესანიშნავად დაგეხმარებათ. ასევე რეკომენდებულია, რომ მიირთვათ მეტი კენკრა, მაგალითად ცირცელი,ძახველი, ვაშლის და სტაფილოს წვენი. ამავდროულად სწორად კვებაც არ დაგავიწყდეთ.
ჯანმრთელობას გისურვებთ!