მეხსიერებაში ჩავარდნები და ტვინის მუშაობის გაუარესება: გამოცდილი ექიმის რჩევები,რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ!
დღევანდელ რეალობაში მეხსიერების დაქვეითება, გულმავიწყობა ანდა მეხსიერების დაკარგვა ნამდვილად დიდ პრობლემებთან ასოცირდება, ეს უსიამოვნება კი ხანშიშესულ ადაიანებთან ერთად შესაძლოა 40-50 წლის ადამიანსაც აწუხებდეს.
ამიტომაც გვსურს გაგიზიაროთ ისეთი ხალხური რეცეპტები და რჩევები, რომლებიც ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად და მეხსიერების დაქვეითების პრევენციისთვის ეფექტურად გამოგადგებათ.
ტვინს სწორი ფუნქციონირებისთვის სჭირდება შემდეგი ნივთიერებები: გლუკოზა – ტვინის უჯრედებს ენერგიას აწვდის (კარტოფილში, მაკარონის ნაწარმში, პურსა და ბანანში გვხდება), რკინა – ტვინს ჟანგბადს აწვდის (ბოსტნეულში, ხილსა და ხორცში გვხდება), თუთია და სპილენძი – აზროვნების პროცესებს ააქტიურებენ (ყვავილოვან კომბოსტოში, ჭვავში, შვრიასა და კარტოფილში გვხდება), ასევეა კალციუმი და მაგნიუმი– ნერვებს აძლიერებენ (შეიცავს რძე, იოგურტი, ყველი, ქათმის ხორცი). ადამიანებმა, რომელთაც ცუდი მეხსიერება ან მეხსიერებაში ჩავარდნები აქვთ, უნდა მიირთვან ხახვი,ნიორი, წითელი წიწაკა, პარკოსანი, თხილი, სატაცური, თესლები (გოგრის, სეზამის, მზესუმზირას).
ასევე კარგი მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტები, როგორიცაა ქოლინი და ლეციტინი. ქოლინის წყაროა საფუარი, ტვინი, ღვიძლი, გაღვივებული ხორბლის მარცვალი, კვერცხის გული, თირკმლები, ხოლო ლეციტინი უჯრედულ მემბრანს აახლებს, მას კარაქი, კვერცხი და კაკალი შეიცავს. ლეციტინი და ქოლინი კაფსულების და აბების სახით დეპრესიასაც ებრძვის. რძეში, რძემჟავა პროდუქტებში შემავალი ამინომჟავები ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობენ.
ასევე ტვინს კარგად კვებავს ამინოძმარმჟავა, რომელიც აფთიაქებში გლიცინის აბების სახით იყიდება. ის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, გონებრივ საქმიანობას ზრდის, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნების და დათრგუნვის პროცესებს არეგულირებს და ძილს აწესრიგებს.
ღრმა სიბერემდე მეხსიერება რომ შეინარჩუნოთ მუდმივად მიირთვით სანელებლები, რომლებიც ათეროსკლეროზის დროს მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ. ამ მიზნით სასარგებლოა მიხაკი,შავი წიწაკა, კოჭა. სანელებლები კაპილარებში სკლეროზის განვითარებას აფერხებენ და სისხლის მიმოქცევას ასტიმულირებენ.
მეხსიერების გაუარესების შემთხვევაში სალბის ნაყენი დალიეთ (2 ს/კ სალბის ფოთლებს 500 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 30 წუთით დააყენეთ, გადაწურეთ, 100 მლ თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ დალიეთ). სალბის ფოთლებში შემავალი ეთერზეთები ინფორმაციის ათვისებაში მონაწილეობენ და ტვინის აქტივობას სხვადასხვა გვერდითი ეფექტის გარეშე არეგულირებენ. ტვინის სისხლძარღვების სკლეროზის სამკურნალოდ კარგია მზიურას ფესვის ნაყენი (30 გრ ფესვს 0,5 ლ არაყი დაასხით, 40 დღე დააყენეთ, გადაწურეთ, 10 წვეთი დღეში 3-ჯერ ჭამამდე დალიეთ).