გაწუხებთ დაბუჟებული ხელების და ფეხების პრობლემა?! ექიმის რეკომენდაციით გიზიარებთ ეფექტურ მეთოდება მათ წინააღმდეგ
ალბათ ვისაც ერთელ მაინც გამოუციდია ეს მდგომარეობა, რაღა თქმა უნდა დააინტერესდება თუ რატომ გვიბუჟდება ხელები და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ უსიამოვნებამ აღარ შეგვაწუხოს.
ხელების დაბუჟების მიზეზი – სტრესი და დაჭიმული კუნთები
და მაინც, რა იწვევს ასეთ მდგომარეობას ხშირ შემთხვევაში?– რა თქმა უნდა, ბევრი მიზეზი არსებობს და მათგან ყველაზე ხშირი ჩვენს გამოცდილებაში რამდენიმეა
ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს გარკვეული დაავადებასა და ჰორმონების, ვიტამინების დეფიციტთან. თუმცა პირველ რიგში, ხერხემლის ოსტეოქონდროზის პრობლემებამდე მივიდვართ, რომლის გამოც ზურგის ტვინის ნერვული დაბოლოებები ზიანდება. შედეგად, კიდურები „ბუჟდება“.
ასევე სხვა გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ჩვენივე ცხოვრების წესი იყოს: რაც ხშირად მოიცავს უმოძრაო დღის გრაფიკს და ბევრ სტრესს. ყოველდღიურად სტრესში ყოფნა სხეულში დამატებით სპაზმს იწვევს და შედეგად კუნთების ბოჭკოებიც მეტად იკუმშება. ვინაიდან შეკუმშული კუნთების გაწელვებს არ ვაკეთებთ, კუნთები უფრო იკუმშება და დროთა განმავლობაში იდაყვებში თითქოს მოხრილი ხდება, ბოლომდე გახსნის გარეშე, გაშეშება და ჩხვლეტა იგრძნობა. ეს ნიშანია, რომ კუნთების დაჭიმვის გამო ხელში სისხლის სრულყოფილი ნაკადის მიწოდება ვერ ხდება, ხელის ქსოვილები ჟანგბადის შიმშილობას განიცდის და სისხლიდან და ლიმფიდან სასარგებლო ნივთიერებები, კვება არ ყოფნის.
მაშინ რა შეიძლება გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე თითებით და ხელებით განმეორებითი მოძრაობის შესრულება უწევთ?
მოქნილი კუნთები ცხოვრებაში სიამოვნებას და სიმსუბუქეს გვანიჭებს, ახალგაზრდობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს. სხეულში, სადაც ბლოკირება და დაჭიმული კუნთები არაა, ყველა პროცესი წარმატებით გადის და ადამიანი თავს ჯანმრთელად გრძნობს. სწორედ ამიტომ, ყოველდღე გაწელვები და იოგის ვარჯიშები უნდა შეასრულოთ. იმავე კატებს და ძაღლებს შეხედეთ: დილით გაღვიძებისთანავე იწელებიან, ხერხემალს და მთელ სხეულს წელავენ. ადამიანები კი, თვალის გახელისთანავე, ორგანიზმის მომზადების გარეშე ათასობით საქმეზე ფიქრობენ და სწრაფად ასრულებენ. დილა სჯობს არა სირბილით ან კომპიუტერთან ჯდომით, არამედ გაწელვებით, ორგანიზმის გახურებით დაიწყოთ. ასე სამუშაო ზიანს არ მოგიტანთ.
ახლა კი გასწვალით მასაჟებს ხელების დაბუჟების გასაქრობად
ორივე ხელი კარგად გაახურეთ, რომ სისხლის მიმოქცევა უფრო გააძლიეროთ. ვარჯიში ხელების კუნთების მოჭერით დაასრულეთ. ამისთვის ერთი ხელის ძლიერ მოჭერილი თითებით მეორე ხელზე მხრიდან მაჯამდე ნაწილ–ნაწილ კუნთები დაჭიმეთ და ყოველჯერზე 30-60 წამით დაყოვნდით ისე, რომ კუნთები თითებიდან თანდათან თავისით გამოვიდეს. ეს შესანიშნავი ლიმფოდრენაჟია, რომელიც ლიმფის და სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს, ტონუსს და კუნთების მოქნილობას ზრდის, ანუ ხელებს დაბუჟებისგან გვიცავს.
ვარჯიშები ხელების დასაჭიმად:
მყარ ზედაპირზე ზურგზე დაწექით, სწორი ხელები გვერდებზე გაშალეთ (სხეულის პოზა ჯვარს ჰგავს). ძალიან ნელა, თითქმის სანტიმეტრობით, ტანი ხელის შიდა ნაწილზე „დაახვიეთ“. მაქსიმალური მომენტია როცა გრძნობთ, როგორ იწელება ხელის სახსრები. სასიამოვნო, კომფორტული, უმტკივნეულო პროცესი. შემდეგ ძალიან ნელა, თითქმის 2 წუთით, საწყის პოზამდე „გაიშალეთ“. თითოეულ ხელზე 10-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში „კატის ფორმა“. კატის მსგავსად, რომელიც გაღვიძებისას იწელება, მიიღეთ პოზა, მუხლებს და ხელისგულებს დაეყრდენით. ძალიან ნელა მცირე გაწელვით ისიამოვნეთ, ტანი გულმკერდიდან კუდუსუნამდე ამოზნიქეთ. კუდუსუნი დაჭიმეთ ტერფებზე დაჯექით, თავი დაუშვით, ხელები და ტანი იატაკზე, გაიწელეთ და მოდუნდით. ამ პოზაში 2-3 წუთით გაჩერდით.