vap.ge

ღამით ტკივილი გაწუხებთ და თუ ფეხის კრუნჩხვებიც გემართებათ იცოდეთ, რომ  თაფლი ამ დროს საუკეთესო გამოსავალია!!

ღამით ტკივილი გაწუხებთ და თუ ფეხის კრუნჩხვებიც გემართებათ იცოდეთ, რომ  თაფლი ამ დროს საუკეთესო გამოსავალია!!

ხალხურ მედიცინაში თითქმის არ არსებობს ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არ გამოიყენება! ასეთია უკვე ძალიან კარგად ნაცნობი _ თაფლიც

პროდუქტი, რომლის სარგებელზეც არა ერთხელ გვითქვამს და დარწმუნებულნი ვართ თქვენც არა ერთხელ წაგიკითხავთ და მოგისმენიათ. მისი მართლაც არა ერთი სარგებლის მიღმა დგას შედარებით ნაკლებად ცნობილი, თუმცა წარმოუდგენლად დიდი სარგებელი ფეხებში ტკივილის განკურნებაც

გიზიარებთ მისი გამოყენების ეფექტურ მეთოდს, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა ერთ ერთმა მკითხველმა და ახლა სურს მისი ეფექტი რაც შეიძლება მეტს გააცნოს:

„52 წლის ქვრივი ვარ. როცა მარტო დავრჩი, დარდი და დეპრესია ძლიერ მტანჯავდა. თავი მარტომ რომ არ მეგრძნო, სხვების დასახმარებლად ხალხური რეცეპტების გაზიარება დავიწყე.

ჩემი პრინციპია: დროულად დახმარების ხელი გაუწოდე, თბილი სიტყვა უთხარი. ვიღაცის გაბედნიერებით თავადაც ნასიამოვნები დარჩებით. ხშირად ვკითხულობ, რომ ბევრი ადამიანი ვარიკოზულ გაფართოებულ ვენებს, მტკივნეულ სახსრებს და ფეხის კრუნჩხვებს უჩივის. თავადაც ვარიკოზული გაფართოებული ვენები მაწუხებს.

ტერფის და მუხლის ართრიტი. ექიმების რჩევებით ვარიკოზის მკურნალობა სხვადასხვა მალამოთი და წვეთებით დავიწყე. ერთხელ იმ დონემდე მივედი, რომ ხალხური რეცეპტების მოძებნა დავიწყე. ვიპოვე კიდეც.

- თაფლი ფეხებზე წაისვით (სწორედ წაისვით და არ შეიზილოთ), თითის წვერებიდან მენჯამდე. სელის ქსოვილით შეიხვიეთ (აუცილებელი პირობა) და ბინტით დაიფიქსირეთ. პირველად პროცედურა 2 საათით უნდა ჩაიტაროთ, ასე მე-2 – მე-4 პროცედურაზე და შემდეგ მთელი ღამით. თავიდანვე მთელი ღამით გავიჩერე. დილით თბილი წყალი გადავივლე, ჩვრით გავიწმინდე და გავიმშრალე. მკურნალობა სამი დღე ჩავიტარე. დასვენების დღეები დამთავრდა და სამსახურში გავედი. 12 საათიანი ცვლის შემდეგ სახლში დავბრუნდი და მოულოდნელად ვიგრძენი: ფეხები თავისით მიდის! არ მივათრევ! ღამის ტკივილები, კრუნჩხვები და შეტევებიც ერთხელ და სამუდამოდ გაქრა.

აქვე გაგიზიარებთ, რომ ტერფების სამკურნალოდ გახეხილ კარტოფილს ვიყენებ. გამოყენების მეთოდი ასეთია, მას მთელ ტერფებზე  ვისვამ, შემდეგ ჩვარი და პარკი დაიფარეთ. თუ სიარული გიჭირთ, კარტოფილს გახეხილ პირშუშხა დაუმატეთ. ქუსლის დეზიც მოვიშორე. ნახევარი კარტოფილი და ნახევარი პირშუშხა გამოვიყენე. ძლიერ წვას იგრძნობთ, მაგრამ ასატანია. ტერფები ასეთ „ფაფაში“ მთელი ღამე გააჩერეთ, ხოლო მუხლებზე მხოლოდ 2 საათით. წინააღმდეგ შემთხვევაში კანს დაიწვავთ.

იმედია შედეგებით თქვენც ნასიამოვნებელი დარჩებით!

Facebook კომენტარები
Exit mobile version