მალთაშუა თიაქარი, რომლის გასაქრობად ამ სამკურნალო მალამოს გვირჩევენ ჩვენი ბებიები!
თუ ეს პრობლემა გაწუხებთ მიხვდებით მდგომარეობა რამდენად მძიმეა და ადამიანს რამდენად დიდი ტკივილის ატანა უწევს ამ დროს. ამიტომაც გირჩევთ ისეთ ხალხურ მალამოს რომელთა დამხარებითაც თიაქარიც გაიწოვება და ტკივილიც გაყუჩდება
მათ შორის კი ერთ–ერთი ყველაზე ეფექტურია ლაშქარას მალამო და ნაყენი. ლაშქარა , სახსრების ტკივილს, შეშუპებას აქრობს და თიაქრის გაწოვასაც ხელს უწყობს.
ლაშქარას მალამოს მოსამზადებლად კი საჭიროა: 70 გრ ფიჭვის ფისი, 350 გრ ღორის ქონი, 0,5 კგ ლაშქარას ხმელი ფესვი, 300 გრ არაყი. ლაშქარა გარეცხეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაწმინდოთ. ხმელი ფესვი ხორცსაკეპ მანქანაში 2-3-ჯერ გადაატარეთ ისე, რომ ფაფის მსგავსი მასა მიიღოთ. ფისი ლითობის ძაბრში ჩაყარეთ, სუსტ ცეცხლზე მდუღარე წყალზე დადგით და გაადნეთ. ღორის ქონი სუსტ ცეცხლზე გაადნეთ და ლაშქარას ფესვი დაუმატეთ, ხის კოვზით გამუდმებით აურიეთ. ბოლოს ნარევი ცეცხლზე 40 წუთით გააჩერეთ. შემდეგ გამდნარი ფისი დაუმატეთ და კიდევ 15 წუთით ხარშეთ, შემდეგ არაყი დაუმატეთ და 10 წუთში ცეცხლიდან გადმოდგით. საბოლოო ჯამში კი, ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ.
25 დღე დააყენეთ, ყოველ მეორე დღეს ნარევი შეანჯღრიეთ. დილას და საღამოს პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ, ნაყენს 10%–იანი დიმექსიდი დაუმატეთ. საბოლოო ჯამში ნაყენი ძვლოვანი ქსოვილის, მალების აღდგენას და მალთაშუა თიაქრის გაწოვას ხელს უწყობს.