vap.ge

გაისუფთავეთ სიგარეტისგან დაბინძურებული ფილტვები რამდენიმე დღეში…

გაისუფთავეთ სიგარეტისგან დაბინძურებული ფილტვები რამდენიმე დღეში...

დღესდღეობით უკვე თითქმის ყოველი  მეორე ადამიანი ეწევა სიგარეტს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მწეველმა იცის და აცნობიერებს მოწევასთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებს, მაინც მრავალი მწეველისთვის თავის შეკავება რთულად მისაღწევი მიზანია. 

იცოდით რომ..

ერთ ღერი სიგარეტის მოწევის შემთხვევაში, თქვენს სისხლს ნიკოტინისგან გასაწმენდად სჭირდება  დაახლოებით 6-8 საათი, ხოლო მთლიანად  თქვენი ორგანიზმის გაწმენდას სჭირდება 42-78 საათი, რა თქმა უნდა მეტაბოლიზმის გზით. ოტინინი , მართალია ნიკოტინის სუბპროდუქტია, მაგრამ თქვენს სხეულში 20-30 დღის განმავლობაში რჩება. დაფიქრდით, რამდენი ხანი დასჭირდება  ფილტვებში არსებული ყველა ნიკოტინის მოშორებს, თუ დღეში 1 კოლოფს მოწევთ? რამდენად დააზიანებს იგი თქვენს ფილტვებს? მოწევამ შეიძლება დაანგრიოს ვინმეს ჯანმრთელობა ან სიცოცხლე, გულის სიღრმეში მწეველებს ალბათ უნდათ მოწევას დაანებონ თავი, მაგრამ როგორ?

ნიკოტინის ორგანიზმიდან გამოდევნაში დაგეხმარებათ, ქვემოთ ჩამოთვლილი  შესანიშნავი ნივთიერებები, რომლებსაც შეუძლიათ საოცრება მოახდინონ და ტოქსინები გამოყონ თქვენი ორგანიზმიდან.

წყალი

წყლით, თქვენი სხეული არასოდეს არის დეჰიდრატირებული და ასევე ახდენს დეტოქსიკაციას. დალიეთ ბევრი წყალი. ნიკოტინი ოფლისა და შარდის გამოყოფასთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან.

ჭინჭარი

ეს ბალახი დატვირთულია რკინით, რაც შესანიშნავია ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად და დაავადებებისგან დასაცავად.  მისი ხშირი მიღებით თქვენი ორგანიზმი გათავისუფლდება ტოქსინებისა და ნიკოტინისგან.

ხილი და ბოსტნეული

კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ძირითადად ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევდნენ, უფრო ხშირად და მარტივად ანებებენ თავს ნიკოტინს. ხილსა და ბოსტნეულს ბევრი ბოჭკო აქვს, რაც ხალხს ეხმარება ორგანიზმიდან ნიკოტინის გამოდევნაში. 

ასევე ძალიან ეფექტურია ბოსტნეული, როგორიცაა 

თავი დაანებეთ მაღალი შაქრის შემცველი პროდუქტენის მიღებას. გლუკოზა ზრდის ლტოლვას ალკოჰოლისადმი.

ფორთოხალი

ფორთოხალი შეიცავს ვიტამინ C- ს. ეს ვიტამინი შესანიშნავია თქვენი სისტემისგან ნიკოტინის გამოსადევნად. ასევე კარგია მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად და სტრესის დონის შესამცირებლად.

კივი

მოწევა ამცირებს ორგანიზმში A, C და E ვიტამინების დონეს. კივს ეს ვიტამინები ბლომად აქვს და მათ შეუძლიათ აღადგინონ.

სტაფილო (წვენი)

მოწევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია ის, თუ როგორ აზიანებს იგი თქვენს კანს. სტაფილოს შეუძლია თქვენი კანის რეგენერაცია თავისი ვიტამინებით (A, B, C და K).

ბროკოლი

ბროკოლი შეიცავს ორ მნიშვნელოვან ვიტამინს (B5 და C), რომელიც ხელს უწყობს ფილტვების დაცვას. ეს ასევე აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ისპანახი

მდიდარია ვიტამინებითა და ფოლის მჟავით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის თავდაცვას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version