vap.ge

ხალხური სიბრძნით მკურნალობა! ბებისეული რეცეპტები, რომლებიც მრავალი უსიამოვნების დროს გამოგადგებათ

ხალხური სიბრძნით მკურნალობა! ბებისეული რეცეპტები, რომლებიც მრავალი უსიამოვნების დროს გამოგადგებათ

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ ისეთი ხალხური რეცეპტები,რომლებიც ჯანმრთელობის არა ერთი უსიამოვნებების დროს ეფექტურად დაგეხმარებათ: მაგალითად კი, როგორიცაა მყესების დაჭიმულობა,გასტრიტი, თმის ცვენა, თავის ტკივილი,ფეხის შეშუპება და ნაღვლკენჭოვანი დაავადება.

მოდით დავიწყოთ რეცეპტების სრულყოფილად განხილვა!

მყესების დაჭიმულობა – მყესების დაჭიმულობის დროს გვირჩევენ, რომ რამდენიმე ხახვი დავაქუცმაცოთ, ცოტა შაქარი დავუმატოთ და სქელ ფენად წავუსვათ სახვევს, რომელსაც შემდეგ მტკივნეულ ადგილას დაიფინეთ.

ფეხის შეშუპება – ამ დროს კარგია, რომ 1 ლ წყალში 10-15 წუთით აადუღოთ 4 კოვზი სელის თესლი. შემდეგ ქვაბი თბილად შეფუთეთ და 1 საათით დააყენეთ. ¼ ჭიქა ცხელი ნაყენი დალიეთ ჭამიდან 2 საათის შემდეგ დღეში 6–ჯერ.

თმის ცვენა – გთავაზობთ უდაოდ საუკეთესო რეცეპტს _  50 გრ ხმელი ოროვანდის ფესვი და 100 გრ ზეითუნის ზეთი მზეზე 10 დღე დააყენეთ. თმის ძირებში შეიზილეთ და ცოტა ხანში ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიკეთეთ რეგულარულად და შედეგით მალევე კმაყოფილნი დარჩებით

თავის ტკივილი – გთავაზობთ საკმაოდ უცნაურ, თუმცა ეფექტურ მეთოდს. თავის ტკივილის დროს წითელი ჭარხლის წვენში გაჟღენთილი ტამპონები ყურში ან ცხვირში ჩაიდეთ. დაგვერწმუნეთ ეფექტური მეთოდია.

ნაღვლკენჭოვანი დაავადება – 2 დღე აბსოლუტური შიმშილობა. შემდეგ მანანის ბურღული წყალზე მოხარშეთ. 150 გრ ფაფას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი მოასხით და მიირთვით. მეორე დღეს 150 გრ ფაფას 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და მიირთვით. შემდეგ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი დღეში 3–ჯერ სრული შიმშილობის ფონზე მიიღეთ. ასევე ამბობენ, რომ ნაღვლკენჭოვანი დაავადება შეგიძლიათ სიმინდის ფუჩეჩის თხევადი ექსტრაქტით განკურნოთ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ. 35 წვეთი ჭამამდე დღეში 3–ჯერ დალიეთ.

გასტრიტი – ყოველ მესამე დღეს ქრისტესისხლის ნაყენით ოყნა გაიკეთეთ. 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით 1 ჩ/კ მცენარეს, დააყენეთ, გადაწურეთ და გამოიყენეთ.

და ბოლოს გთავაზობთ რეცეპტს კენჭების წინააღმდეგ ღვიძლსა და თირკმლებში – 1 ლ ნედლი რძე მინანქრის ქვაბში ჩაასხით და ცეცხლზე დადგით. 1 ჭიქა დაქუცმაცებული კანაფის თესლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. 250 გრამამდე მოხარშეთ. გადაწურეთ და დღეში 1 ჭიქა, უზმოზე 5 დღის განმავლობაში დალიეთ. ორი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. ღვიძლის შეტევები მოსალოდნელია, მაგრამ გაუძელით. პროცედურა 6 თვეში შეგიძლიათ გაიმეოროთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version