vap.ge

ასკილის ზეთმა სმენის დაქვეითებისას მიშველა! იგი ახლა ჩემს ოჯახში ნომერ პირველი საშუალებაა

ასკილის ზეთმა სმენის დაქვეითებისას მიშველა! იგი ახლა ჩემს ოჯახში ნომერ პირველი საშუალებაა

გვინდა გაგიზიაროთ ასკილის ზეთის გამოყენების ხალხურ რეცეპტებს სხვადასხვა დაავადებების დროს. „მეუღლეს 40 წლის შემდეგ სმენის სწრაფად დაქვეითება დაეწყო. დაეხმარა ასეთი რეცეპტი:  მუქი ფერის ბოთლის ¼ მოცულობა ანისულის ფხვნილით გაავსეთ, ბოლომდე სააფთიაქო ასკილის ზეთი დაასხით, 3 კვირა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე დააყენეთ, ზოგჯერ შეანჟღრიეთ, შემდეგ 2-3 წვეთი მზა ნაყენი ძილის წინ თითოეულ ყურში ჩაიწვეთეთ. მეუღლე ასე მოიქცა და სმენა აღუდგა!“

გიზიარებთ რეცეტს ასკილის კურკის ზეთი მხედველობის გასაუმჯობესებლად დიაბეტის დროს – ასკილის კენკრის კურკას სიმინდის ზეთი 1:1 თანაფარდობით დაასხით. წყლის ორთქლზე 30-50 წუთით გააჩერეთ. როცა ზეთი ღია ნარინჯისფერი გახდება, გადაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით. ჭამის წინ (მკაცრად უზმოზე) დალიეთ 1 ს/კ საშუალება დღეში 3-ჯერ. მხედველობის გარდა, ნაღვლის ბუშტის,ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციებს და გულ–სისხლძარღვთა სისტემას აუმჯობესებს.

კანის დაავადებები, ნაწოლები, წყლულოვანი კოლიტი – დერმატოზის, ტროფიკული წყლულების, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს გარეგნულად გამოიყენება. ზეთში გაჟღენთილი მარლა დაზიანებულ კანზე დაიფინეთ. არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს 50 მლ ზეთი ოყნა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ. დერმატოზის დროს ადგილობრივ მკურნალობასთან ერთად 1 ჩ/კ ზეთი დღეში 2–ჯერ მიიღება.

მაშ, როგორ გავაკეთოთ ასკილის ზეთი? – უმაღლესი ხარისხის (და ყველაზე ძვირადღირებული) ასკილის ზეთი დაფქული თესლის პირდაპირი გაწურვით მიიღება. ამ მეთოდით მხოლოდ 5 ლ ზეთი მიიღება 100 კგ თესლიდან. ასკილის ზეთს ხმელი თესლიდან ორგანული გამხსნელებით ცივი დაწურვით ან ცხელი ექსტრაქციით იღებენ. ასკილის ზეთის წარმოების ტექნოლოგია საკმაოდ რთულია, თუმცა სურვილის შემთხვევაში სახლის პირობებში შეგიძლიათ მოამზადოთ. ასეთი ზეთის ხარისხი დაბალია, ვიდრე ყველა წესით მომზადებული ზეთის, ამიტომ უფრო მარტივია მზა ასკილის ზეთი აფთიაქში შეიძინოთ.

ასკილის ზეთი თესლის ქიმიური შემადგენლობის მიხედვით იცვლება, რაც თავის მხრივ, ასკილის ადგილმდებარეობით განისაზღვრება – ის შეიძლება ოქროსფერ–ვარდისფერი, ღია ნარინჯისფერი, მომწვანო–ყავისფერი იყოს. სასიამოვნო სუსტი არომატი და მწარე გემო ახასიათებს.

შინაურული რეცეპტი – 200 გრ დაქუცმაცებული ნაყოფი (ხმელი და ნედლი) 0,75 ლ მცენარეულ ზეთში 15 წუთით ხარშეთ. (5 ან მეტი სააათით წყლის ორქთლზე 90-98 გრადუს ტემპერატურაზე შეგიძლიათ გააჩეროთ ან ორი დღე 60-70 გრადუსზე). გაგრილების შემდეგ წვენსაწურში გაწურეთ. ზეთის ექსტრაქტის მისაღებად ასეთი პროცედურა რამდეჯერმე ჩაატარეთ, ერთსა და იმავე რაოდენობის ზეთში დააყენეთ, ყოველჯერზე ახალ ულუფა დაქუცმაცებულ ნაყოფში. 1 ჩ/კ ასკილის ზეთი დღეში 2–ჯერ, ჭამამდე შინაგანად მიიღეთ. გარეგნულად ზეთში გაჟღენთილი სალფეთქები დღეში 1–2–ჯერ დაზიანებულ კანზე დაიფინეთ და ცვილის ქაღალდი დაიფარეთ. ცხვირში დღეში 2–ჯერ ზეთში დასველებული ტამპონები ჩაიდეთ, ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს მცირე ოყნა (50 მლ) 2-4 კვირა გაიკეთეთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version