vap.ge

ძლიერი თავის ტკივილის დროს ამ ბიუჯეტურმა ნაყენმა მიშველა!

ძლიერი თავის ტკივილის დროს ამ ბიუჯეტურმა ნაყენმა მიშველა!

დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ერთ ერთი ერთგული მკითხველის პირადი გამოცდილება, რომელსაც ძლიერი თავის ტკივილები აწუხებდა და ერთი სასარგებლო ნაყენი დაეხმარა მის გადაჭრაში. ასევე გიამბობთ, თუ რას კურნავს და ვისთვის არ შეიძლება მისი მიღება.

„როცა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, არ ვიცი რისგან (ძლიერი ნერვიულოს ანდა დაღლილობის გამო), თავის ტკივილები დამეწყო, მუდმივად დაბალი სიცხე (37,2-37,4) მქონდა.

ექიმებმა რა დიაგნოზი არ დამისვეს:  მწვავე რესპირატორული ინფექცია,გრიპი, კისრის ოსტეოქონდროზი. რაღა თქმა უნდა ვმკურნალობდი, მაგრამ შედეგი დიდი წვალების შემდეგაც არ მქონდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიფიქრე რაღაც ძალიან ცუდი მჭირდა. ძალიან ბევრი ანალიზი ჩავაბარე, თუმცა ყველაფერი ნორმაში იყო. დილით ადგომა არ მინდოდა – თავის ტკივილი, ტემპერატურა. ასე 3-4 თვე გაგრძელდა, სანამ მოხუცმა ექთანმა აფთიაქში ელეუტეროკოკის ნაყენის ყიდვა არ მირჩია. მითხრა, რომ თუ არ მიშველის, არც მაწყენს, სამაგიეროდ, იმუნიტეტს გაზრდის და დამამშვიდებს.

ნაყენს 2 კვირა ვსვამდი და სასწაული! ყველაფერი გაქრა! თავის ტკივილი და ტემპერატურა აღარ მაწუხებდა. დღეში 2–ჯერ ვსვამდი. 5 წვეთით დავიწყე და 20 წვეთამდე გავზარდე (დილით – წვეთი, საღამოს – 7, მეორე დილით – 7 და ასე 20–მდე), შემდეგ ყოველ დილა–საღამოს 20 წვეთს ვსვამდი.“

ელეუტეროკოკი: რას კურნავს და ვისთვის არ შეიძლება მისი გამოყენება

დეფიციტური ჟენშენის ალტერნატივა არა მხოლოდ ლეგენდარულ ფესვს ანაცვლებს, არამედ ზოგიერთი მაჩვენებლით აჭარბებს კიდეც. მაგალითად, სხივური დაავადების დროს. ელეუტეროკოკი ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ საკმაოდ ღირებულია. ასევე გირჩევთ, რომ ელეუტეროკოკის ნაყენი თავად მოამზადოთ, თუ სააფთიაქო ნაყენს ვერ ენდობით. 5-6 ს/კ ფესვს 0,5 ლ არაყი დაასხით და მინიმუმ 1 თვე დააყენეთ. დანიშნულება განსხვავებულია: 30 წვეთიდან 1 ჩაის კოვზამდე, დღეში 3–ჯერ – აუცილებლად კომპლექსურად და შესვენებებით.

ელეუტეროკოკი ერთ–ერთი საუკეთესო ანტიტოქსიკური საშუალება, როცა სამედიცინო ციკლოფოსფანს, ტიოფოსფამიდს, სარკოლიზინს და რიგ სხვა ციტოსტატიკს იყენებთ (სამკურნალო მოქმედებას არ ამცირებს).ელეუტეროკოკით მკურნალობენ დაქვეითებულ შრომისუნარიანობას, დასუსტებულ ნერვულ სისტემას, გადაღლილობას, ნევრასთენიას, ფსიქასთენიას, გაღიზიანებას,უძილობას, ანგიოსპაზმს, არითმიას და ჰიპოტინიას, ათეროსკლეროზის საწყის ფორმებს და შაქრიანი დიაბეტის მსუბუქ ფორმებს. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, ელეუტეროკოკის ფოთლების პრეპარატები უფრო ეფექტურია, ვიდრე ფესვების.

ასევე ნაყენს ამზადებენ: 0,5 ლ არაყი დაასხით 50 გრ ხმელ ფოთლებს, 15 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. 20-40 წვეთი დღეში 3-ჯერ დალიეთ. სამკურნალო კურსი 25-30 დღე, შემდეგ აუცილებლად შეისვენეთ

უკუჩვენება: ეს პროდუქტი უკუჩვენებულია  ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, როცა ერთჯერადმა მიღებამ შეიძლება წნევის 10 ნიშნულით გაზრდა გამოიწვიოს. მისი მიღება განსაკუთრებული ფსიქიკური აღგზნების, ვეგეტატიურ–სისხლძარღვოვანი დისტონიის, დიენცეფალური პაროქსიზმის დროს უკუჩვენებულია. მწვავე ინფექციური დაავადებების, ინფექციური ენცეფალიტის დროს ნაყენის მიღება უკუჩვენებულია.

Facebook კომენტარები
Exit mobile version