მიზეზი თუ რატომ უნდა მიირთვათ დღეში ერთი ცალი ბულგარული წიწაკა მაინც! მისი წაარმოუდგენელი შედეგები ორგანიზმზე
თითოეული ჩვენგანი რთული გასტრონომიული ამოცანის წინაშე ერთხელ მაინც დამდგარა, რაც გულისხმობს სასარგებლოსა და გემრიელს შორის ბალანსის დაცვას, რომელიც დამერწმუნებით სულაც არაა მარტივი. სწორედ ამიტომ, ბევრი ჩვეული პროდუქტის თვისებების გარჩევა გვიწევს. მაგალითად, ბულგარული წიწაკის სარგებელი და ზიანი დღემდე სადავო საკითხია.
ჩვენ ვეცდებით ამ საკითხში კარგად გაგარკვიოთ!ბევრისთვის საყვარელი პროდუქტი თქვენს გაოცებას ნამდვილად შეძლებს. მაგალითად, კულინარიაში მას ბოსტნეულად მიიჩნევენ. ბოტანიკური გაგებით ტკბილი წიწაკა კი კენკრაა.
და მაინც რა არის ბულგარული წიწაკის ზიანი და სარგებელი?
ყველასათვის კარგად ნაცნობი და ჩვენი გულისა თუ საფულისთვის ძვირფასი ბულგარული წიწაკა ბევრი დიასახლისისთვს უცვლელი პროდუქტია. მას სალათებს ვუმატებთ, ასევე მის შიგთავს ვავსებთ სხვადასხვა ინგრედიენტებით და გრილზეც კი ვწვავთ. თუმცა მისი სხვადასხვა თვისების შესახებ შესაძლოა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის. დავიწყოთ, სასარგებლო თვისებებით.
- დაბალი კალორიულობა – წიწაკა თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება. თუ გახდომას აპირებთ, შესანიშნავი არჩევანია. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
- C ვიტამინით მდიდარია – ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი ადამიანის ორგანიზმისთვის. თან ორგანიზმი უკეთ ითვისებს, ვიდრე ფორთოხალს. C ვიტამინის ნორმის მისაღებად მხოლოდ 40 გრ ბულგარული წიწაკა უნდა მიირთვათ. იმუნიტეტი აუცილებლად მადლობას გეტყვით.
რკინა და კალიუმი – ყვითელი ფერის წიწაკა ბევრ რკინას და კალიუმს შეიცავს, ამიტომ იგი სისხლძარღვების და გულის სისტემისთვის ძალიან სასარგებლოა
კაროტინითაა მდიდარი– თუ თქვენი მხედველობა თანდათან ქვეითდება, რატომაც არა სცადეთ ყოველდღიურად წიწაკის მიღება დაიწყოთ
ამავდროულად იგი B ვიტამინითაა მდიდარი – ბულგარული წიწაკა ბუნებრივი ანტიდეპრესანტია. როგორც შოკოლადი, განწყობას აუმჯობესებს
ხოლო რაც შეეხება გაფრთილებას , იგი:
ძლიერი ალერგენია – ერთი შეხედვით უვნებელ პროდუქტზე ბევრ ადამიანს საშინელი ალერგია აქვს, ამიტომ ფრთხილად იყავით. ბავშვები საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად არიან! როგორც წესი, ალერგიული რეაქცია მოხმარებიდან პირველ რამდენიმე წუთში ჩნდება. იშვიათად – 1–2 საათში.
კუჭისთვის საზიანოა –კუჭის პრობლემები და გულძმარვა მშვიდად შეიძლება გამოიწვიოს. გამოსავალი არსებობს. სითბოთი დამუშავებულ წიწაკას ორგანიზმი უკეთ ითვისებს. დღეში 3-4 ბულგარული წიწაკა შეგიძლიათ უმად მიირთვათ, მაგრამ დაუმუშავებელი წიწაკა კუჭ–ნაწლავის ტრაქტს ძლიერ აღიზიანებს.
სხვათა შორის, ბულგარულ წიწაკაში შემავალი ბევრი ვიტამინი ცხიმში ხსნადია. თუ საკვებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება გსურთ, ამის შესახებ არ დაგავიწყდეთ. რა თქმა უნდა, ბულგარული წიწაკის მიღების დღიური ნორმა გახსოვდეთ: მხოლოდ 1 ნაყოფი! ეს საკმარისია, რომ ჯანმრთელობა რისკის გარეშე გააჯანსაღოთ.