vap.ge

სხეულის ტემპერატურა, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმად ითვლება

სხეულის ტემპერატურა, რომელიც ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმად ითვლება

ბავშვობიდან ყველამ ასე ვიცით, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6 გრადუსია. ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნორმიდან ნებისმიერი გადახრა რაიმე დაავადების ნიშანია. სინამდვილეში ასე არაა. ამ საკითხთან მიმართებაში ბევრი მცდარი მოსაზრება არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენ გიამბობთ, რომელი ტემპერატურა ითვლება ჯანმრთელი ადამიანისთვის ნორმად და როგორ გავიზომოთ სწორად

სხეულის რომელ ნაწილში გავიზომოთ ტემპერატურა? – ჩვეულებრივ, ტემპერატურას იღლიის ქვეშ იზომავენ. ტემპერატურის გასაზომად კიდევ 2 ადგილი არსებობს: სწორი ნაწლავი და ენის ქვეშ, რადგან ეს წერტილები უფრო ახლოსაა იმ ზონებთან, სადაც სხეულის ტემპერატურა მუდმივია.

იღლიის ქვეშ ტემპერატურის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ზუსტი იმ შემთხვევაში, თუ პროცედურა სწორად სრულდება: თერმომეტრის ბოლო ღრმულში ღრმად უნდა ჩადოთ (სწორედ ღრმულში და არა ღრმად უკან, როგორც ბევრი ფიქრობს), ამასთან ძლიერ უნდა დააწვეთ და მინიმუმ 7 წუთით გაიჩეროთ.ადამიანის სხეულის აღნაგობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჭარბწონიან ადამიანში ცხიმის ფენა თერმომეტრის სხეულთან ნორმალურ კონტაქტს ხელს უშლის.

რომელი თერმომეტრია საიმედო

როგორც წესი, ვერცხლისწყლის თერმომეტრს ვიყენებთ, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ის აკრძალულია, რადგან ვერცხლისწყალი სახიფათოა. თუ შემთხვევით ასეთ თერმომეტრს გატეხავთ, გაფანტული ვერცხლისწყალი სწრაფად უნდა შეაგროვოთ და სპეციალისტები გამოიძახოთ.ბოლო დროს ელექტრო თერმომეტრი პოპულარული გახდა. მათი დახმარებით პირში ან სწორ ნაწლავში თერმომეტრის გაზომვა შეგიძლიათ. ასეთი თერმომეტრით იღლიაში ტემპერატურას ვერ გაიზომავთ, რადგან ამ შემთხვევაში შეცდომას უშვებს.

რომელი ტემპერატურა შეიძლება ჩაითვალოს ნორმად?

ყველასთვის ნაცნობი მაჩვენებელი 36,6 გრადუსი. რეალურად, ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36-დან 37 გრადუსამდე მერყეობს. ხოლო ადამიანის სხეულის ტემპერატურაზე რამდენიმე ფაქტორი გავლენას ახდენს. ის დღის მონაკვეთში იცვლება: დილით (გაღვიძების შემდეგ) შეიძლება 36,6 გრადუსზე დაბალი იყოს, საღამოს – მაღალი. ასევე ტემპერატურა იცვლება შემდეგი მიზეზებისდა გამო:

ძირითადად, ნორმიდან გადახრა უმნიშვნელოა. უმეტეს შემთხვევაში ჯანმრთელი ადამიანების ტემპერატურა ნორმალურ დონეს 1-3 საათში უბრუნდება. ჩვეულებრივ, ტემპერატურის ცვლილება რაიმე დაავადების ნიშანი არაა.37 გრადუსზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე ექიმთან მისვლა, მით უფრო სიცხის დამწევი საშუალების მიღება არ ღირს. შეშფოთების მიზეზი შეიძლება იყოს, თუ 37,2 გრადუსი რამდენიმე დღე შენარჩუნებულია.

Facebook კომენტარები
Exit mobile version